გენუის უნივერსიტეტის იტალიური ენისა და კულტურის საერთაშორისო ცენტრი სანტა-მარგერიტა-ლიგურეში აწყობს იტალიური ენისა და კულტურის შემსწავლელ საზაფხულო კურსს, რომელიც დაიწყება 17 აგვისტოს და დასრულდება 25 სექტემბერს.
შესაძლებელია ლიგურიის რეგიონის მიერ შეთავაზებული დაფინანსებისა და სასწავლო სტიპენდიების მიღება, რომლებიც განკუთვნილია იტალიური წარმოშობის უცხოელი მოქალაქეებისათვის. ლიგურიული წარმოშობის მქონე მოქალაქეებს აბსოლუტური უპირატესობა ექნებათ სხვა კონკურენტებთან შედარებით.
კურსზე ჩარიცხვის განაცხადები წარდგენილი უნდა იქნას საერთაშორისო ცენტრში სწავლის დაწყების წინა თვის განმავლობაში. ლიგურიის რეგიონის მიერ შეთავაზებული სტიპენდიებისა და სწავლის დაფინანსების მისაღებად განაცხადები წარდგენილი უნდა იქნას 2015 წლის 30 მაისამდე.
დამატებითი დეტალებისთვის დააჭირეთ აქ:
ინფორმაციის მოთხოვნა შესაძლებელია ელ.ფოსტის შემდეგ მისამართზე: centrint@unige.it