ეს ვებგვერდი იყენებს ტექნიკურ (აუცილებელ) და ანალიტიკურ ქუქი-ფაილებს (Cookies).
ნავიგაციის გასაგრძელებლად დაადასტურეთ, ეთანხმებით თუ არა მათ გამოყენებას.

ტრევიზოს სავაჭრო პალატასთან არსებული კომპანია “ტრევიზო გლოკალის” მიერ შემუშავებული პროექტი “Treviso the Art of Making”

მილანის გამოფენა Expo Milano 2015-ის ფარგლებში გათვალისწინებული ღონისძიებების ფარგლებში ტრევიზოს სავაჭრო პალატასთან არსებულმა კომპანია “ტრევიზო გლოკალმა” შეიმუშავა პროექტი “Treviso the Art of Making”, რომელიც ხელს შეუწყობს უცხოელი ბიზნესმენებისა და ტურისტების დაახლოებას ტრევიზოს ყველაზე საინტერესო წარმომადგენლობით კომპანიებთან. შემუშავდა ოთხი თემატური და გეოგრაფიული მარშრუტი, რომლებიც აჯგუფებს ტრევიზოს გამორჩეულ საწარმოო ასპექტებს და მნახველებს შესაძლებლობას აძლევს, გაეცნონ ადგილობრივ პროდუქტებსა და იმ რეგიონს, სადაც ეს პროდუქტები იქმნება:
– Sport System და საფეიქრო ნაწარმი
– პროსეკო და ყველი
– ხილ-ბოსტნეული, ვარდკაჭაჭა და სატაცური, ავეჯი
– რესტორნები, ვილები და სასტუმროები.
აღნიშნულ ინიციატივასთან დაკავშირებული დეტალური ინფორმაცია ხელმისაწვდომია ვებგვერდზე: http://www.trevisoglocal.it/indexen.html