გასულ 22 მაისს საელჩოს კომერციული ატაშე დაესწრო “Pensarecasa”-ს მაღაზიის გახსნას (ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე-12კმ). იტალიური კომპანია წარმოადგინა სს “Gruppo IMAB”-ის პრეზიდენტმა ჯანფრანკო ბრუსკოლიმ.
ღონისძიებას 250-მდე სტუმარი დაესწრო, მათ შორის, არქიტექტორები, დიზაინერები და ავეჯის სფეროში მოღვაწე კომპანიების წარმომადგენლები.
ორ სართულზე განთავსებული, 1200 კვ. მეტრი ფართობის მქონე შოურუმში წარმოდგენილია ცნობილი იტალიური ბრენდის ავეჯი და სახლის აქსესუარები.