გასულ 26 თებერვალს იტალიის ელჩმა ფედერიკა ფავიმ მონაწილეობა მიიღო საქართველოს საერთაშორისო სავაჭრო პალატის (ICC Georgia) რიგით მეხუთე საკონსულტაციო საბჭოს მუშაობაში. საკონსულტაციო საბჭო, რომელიც დაფუძნდა ადგილობრივი საერთაშორისო სავაჭრო პალატის მიერ, შედგება დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებისა და ადგილობრივი კომპანიებისგან, რომლებიც პერიოდულად იკრიბებიან საქართველოში ბიზნეს-გარემოს გასაანალიზებლად.
დეტალური ინფორმაციისთვის იხილეთ საქართველოს საერთაშორისო სავაჭრო პალატის 2014 წლის პირველი საინფორმაციო ბიულეტენი.