იტალიის მოქალაქეები, რომლებიც ქორწინდებიან საზღვარგარეთ, ვალდებულნი არიან მოითხოვონ ქორწინების აქტის გადატანა იტალიის იმ მუნიციპალიტეტში, სადაც ისინი რეგისტრირებულნი არიან AIRE-ში. იმ შემთხვევაში, თუ ორივე მეუღლე იტალიის მოქალაქეა, მაგრამ ცხოვრობდნენ სხვადასხვა მუნიციპალიტეტში, საჭიროა ქორწინების აქტის გადატანის ორი ცალკე განაცხადის შევსება.
ქორწინების აქტის გადატანისთვის იტალიის მოქალაქემ უნდა მიმართოს იტალიის საელჩოს საკონსულო განყოფილებას, წინასწარ, Prenot@mi-ს სისტემის მეშვეობით დაჯავშნილი ვიზიტის მეშვეობით.
ვიზიტის დღეს დაინტერესებული პირი უნდა გამოცხადდეს საელჩოს საკონსულო განყოფილებაში პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტით და ასევე თან იქონიოს შემდეგი დოკუმენტაცია:
- ორივე მეუღლის პასპორტი და პასპორტების ბიოგრაფიული გვერდის ასლი;
- ქართული ქორწინების მოწმობა, დამოწმებული აპოსტილით და თარგმნილი იტალიურად.
– აპოსტილს გაცემს საქართველოს იუსტიციის სამინისტრო (თბილისის იუსტიციის სახლი). ქორწინებასთან დაკავშირებული ინფორმაციისთვის კომპეტენტური უწყებაა საჯარო სერვისების განვითარების სააგენტო. დეტალური ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე;
– თარგმანი უნდა დამოწმდეს იტალიის საელჩოს საკონსულო განყოფილების მიერ:
- აპოსტილის მიღების შემდეგ ქორწინების მოწმობა დაინტერესებული პირის მიერ ითარგმნება იტალიურად (აპოსტილის ჩათვლით), რის შემდეგაც იტალიის საელჩოს საკონსულო განყოფილებაში უნდა მოხდეს თარგმანის შესაბამისობის დადასტურება;
- საკონსულო განყოფილება არ უზრუნველყოფს სათარჯიმნო მომსახურებას. იტალიის საელჩოს მიერ რეკომენდირებული კერძო თარჯიმნების სია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.
- სათანადოდ შევსებული და ხელმოწერილი ქორწინების მოწმობის საცხოვრებელი მუნიციპალიტეტის ან AIRE რეგისტრაციის ოფისში რეგისტრაციის მოთხოვნის ფორმა. ფორმა ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.
შენიშვნა:
- საელჩო გადაგზავნის ქორწინების მოწმობას იტალიის საცხოვრებელი მუნიციპალიტეტის/AIRE-ს რეგისტრაციის ოფისში ელექტრონული ფოსტის (PEC) მეშვეობით, რომელიც უზრუნველყოფს მის დარეგისტრირებას სამოქალაქო მდგომარეობის რეესტრში;
- ქორწინების აქტის ორიგინალი დარჩება საელჩოს არქივში. შესაბამისად, თუ გსურთ მისი ასლის შენარჩუნება, უნდა მოითხოვოთ მეორე ეგზემპლარი შესაბამისი ქართული ორგანოსგან;
- გაცნობებთ, რომ რეგისტრაციის საჯარო სამართლებრივი ხასიათიდან გამომდინარე, იგი შეიძლება მოითხოვოს ნებისმიერმა დაინტერესებულმა პირმა ან საჯარო უწყებამ, მიუხედავად იმისა, არის თუ არა აქტი შედგენილი უცხოეთში ადგილობრივი ორგანოს ან დიპლომატიური/საკონსულო ორგანოს მიერ (პრეზიდენტის 396/2000 ბრძანებულების მე-12 მუხლის მე-11 პუნქტი და მე-17 მუხლი). არ არსებობს ნორმა, რომელიც ითვალისწინებს, რომ საზღვარგარეთ შედგენილი აქტები უნდა გადაიგზავნოს იტალიაში მხოლოდ დიპლომატიური ან საკონსულო ორგანოს მეშვეობით. ასევე, 12-ე მუხლის მე-11 პუნქტი ზღუდავს თავისი მოქმედების არეალს მე-8 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში.