ეს ვებგვერდი იყენებს ტექნიკურ (აუცილებელ) და ანალიტიკურ ქუქი-ფაილებს (Cookies).
ნავიგაციის გასაგრძელებლად დაადასტურეთ, ეთანხმებით თუ არა მათ გამოყენებას.

საგადასახადო კოდი

საგადასახადო კოდის მინიჭების მოთხოვნა უნდა წარადგინოს პირადად დაინტერესებულმა პირმა იტალიის საელჩოში, თბილისში. ამისათვის, უნდა დაჯავშნოს შეხვედრა ონლაინ პლატფორმა Prenot@mi სისტემის მეშვეობით (https://prenotami.esteri.it/).

 

Prenot@mi სისტემის მეშვეობით დანიშნულ დროს, დაინტერესებული პირი პირადად უნდა გამოცხადდეს იტალიის საელჩოში, თბილისში და თან იქონიოს შემდეგი დოკუმენტაცია:

  • სრულყოფილად შევსებული მოთხოვნის ფორმა (გთხოვთ, დაიცვათ თანდართული ინსტრუქციები), განსაკუთრებული ყურადღება მიაქციეთ საჭირო სერვისთან დაკავშირებული ველის მონიშვნას;
  • პასპორტის ასლი;
  • მტკიცებულება, რომ ცხოვრობთ იტალიის საელჩოს საკონსულო იურისდიქციაში;
  • მოთხოვნაში მკაფიოდ უნდა იყოს მითითებული საგადასახადო კოდის მოთხოვნის მიზეზი.

 

არასრულწლოვანი პირის შემთხვევაში:

თუ საგადასახადო კოდს ითხოვთ არასრულწლოვანი პირისთვის, ზემოთ აღნიშნული დოკუმენტაციის გარდა (მხოლოდ წინასწარი ჩაწერით ონლაინ პლატფორმა Prenot@mi მეშვეობით), უნდა წარმოადგინოთ არასრულწლოვანი პირის დაბადების მოწმობის დედანი.

დიდი მოთხოვნის გამო, რეკომენდებულია წინასწარ და დროულად დაჯავშნოთ ვიზიტი ონლაინ სისტემის Prenot@mi მეშვეობით. საგადასახადო კოდის გადაუდებელი საჭიროების შემთხვევაში, რეკომენდებულია მოთხოვნის წარდგენაასევე მინდობილი პირის მეშვეობითიტალიის ტერიტორიაზე მოქმედ შესაბამის Agenzia delle Entrate (შემოსავლის სააგენტო) ოფისებში, 2001 წლის 17 მაისის №281 მოქმედი მინისტრის დადგენილების 1 მუხლის საფუძველზე, რაც ითვალისწინებს აღნიშნული უწყების ფართო სტრუქტურასა და ხელმისაწვდომობას იტალიის მთელ ტერიტორიაზე. მოთხოვნის წარდგენა შესაძლებელია Agenzia delle Entrate ნებისმიერ ოფისში. ოფისების მისამართები ხელმისაწვდომია შემდეგ ვებგვერდზე: www.agenziaentrate.it.

გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ ელექტრონული ფოსტით გაცემულ სერტიფიკატს აქვს იგივე იურიდიული ძალა, რაც პლასტიკურ ბარათს.

საგადასახადო კოდის მინიჭება არ ითვალისწინებს პლასტიკური ბარათის ავტომატურ გაცემასიგი გაიცემა მხოლოდ განსაკუთრებული და დასაბუთებული საჭიროების შემთხვევაში.

სხვა შესაძლებლობები უცხო ქვეყნის მოქალაქეებისთვის:

უცხო ქვეყნის მოქალაქეებს შეუძლიათ მოითხოვონ საგადასახადო კოდი იტალიის შემოსავლების სააგენტოს (Agenzia delle Entrate) ნებისმიერ ოფისში, მათ შორის, მინდობილობის მეშვეობითაც.

ასევე, იტალიაში ბინადრობის ნებართვის მოთხოვნისას, უცხო ქვეყნის მოქალაქეებს შეუძლიათ მოითხოვონ საგადასახადო კოდი:

  • მიგრაციის ოფისში (Sportello Unico per l’Immigrazione), რომელიც ფუნქციონირებს ყველა პრეფექტურაში და პასუხისმგებელია უცხო ქვეყნის მოქალაქეებისთვის ცხოვრების უფლების გასაცემად საჭირო „nulla osta“- (შესაბამისი ნებართვა) გაცემაზე, სამუშაოს ან ოჯახთან გაერთიანების მიზნით ბინადრობის ნებართვის მოთხოვნის შემთხვევაში.
  • კვესტურაში (Questura), რომელიც წარმოადგენს სახელმწიფო პოლიციის ოფისს და ემსახურება იმ უცხო ქვეყნის მოქალაქეებს, რომლებიც ბინადრობის ნებართვის სხვა სახეობებს ითხოვენ.

 

საკონსულო სერვისების კონფიდენციალურობის პოლიტიკა(გარდა ვიზებისა და მოქალაქეობასთან დაკავშირებული საკითხებისა) ევროკავშირის მონაცემთა დაცვის რეგულაცია (UE) 2016/679, მე-13 და მე-14 მუხლები)