Questo sito usa cookie per fornirti un'esperienza migliore. Proseguendo la navigazione accetti l'utilizzo dei cookie da parte nostra OK

განახლებული ინფორმაცია საქართველოდან იტალიის ტერიტორიაზე შესვლის თაობაზე

თარიღი:

18/05/2021


განახლებული ინფორმაცია საქართველოდან იტალიის ტერიტორიაზე შესვლის თაობაზე

გაცნობებთ, რომ 2021 წლის 14 მაისს გამოქვეყნდა იტალიის ჯანდაცვის სამინისტროს ახალი განკარგულება იტალიის ტერიტორიაზე შესვლისა და იტალიიდან გამგზავრების თაობაზე.

იტალიის საგარეო საქმეთა და საერთაშორისო თანამშრომლობის სამინისტროს ვებგვერდზე გამოქვეყნებულ ძირითად განახლებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით, გაცნობებთ, რომ მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარის 2021 წლის 2 მარტის დეკრეტის n.20 დანართის "E" ჩამონათვალში მითითებული ქვეყნებიდან თუ ტერიტორიებიდან (მათ შორის, საქართველოდან) შემოსული პირებისთვის სავალდებულო რჩება PCR ან ანტიგენით სავალდებულო ტესტირება. აღნიშნული ტესტი ჩატარებული უნდა იყოს იტალიის ტერიტორიაზე შესვლამდე 72 საათის განმავლობაში (წინა მითითებებისგან განსხვავებით, როცა ეს პერიოდი 48 საათს შეადგენდა). ტესტის პასუხი თვითმფრინავში ჩასხდომის მომენტში უნდა წარედგინოს გადამზიდავს ან შესაბამისი კონტროლის განხორციელებაზე უფლებამოსილ პირებს.

გარდა ამისა, პირები, რომლებიც იტალიის ტერიტორიაზე საქართველოდან შედიან, ექვემდებარებიან 10 დღიან სავალდებულო კარანტინს სახლის პირობებში და ამ პერიოდის დასრულების შემდეგ PCR ან ანტიგენით ტესტირებას და, ასევე, ვალდებულნი არიან, შეავსონ ელექტრონული ფორმულარი ადგილსამყოფელის თაობაზე ჯანდაცვის სამინისტროს დაავადებათა პრევენციის გენერალური დეპარტამენტის შესაბამისი ცირკულარით დადგენილი ვადებისა და წესების გათვალისწინებით, და წარუდგინონ გადამზიდავს ან შესაბამისი კონტროლის განხორციელებაზე უფლებამოსილ პირებს. აღნიშნული ფორმულარი ჩაანაცვლებს მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარის 2021 წლის 2 მარტის დეკრეტის 50-ე მუხლის 1 პუნქტით გათვალისწინებულ დეკლარაციას, რომლის წარდგენა (ადგილსამყოფელის თაობაზე ციფრული ფორმულარის ალტერნატივის სახით) შესაძლებელია მხოლოდ და მხოლოდ ტექნოლოგიური დაბრკოლებების შემთხვევაში.

დეკლარირების აღნიშნული ვალდებულებების გარდა და იმ შემთხვევაში, თუ არ განვითარდა COVID-19-ის სიმპტომები, მოქმედებს 51-ე მუხლის მე-7 პუნქტით განსაზღვრული ტესტირების შედეგის წარდგენის ვალდებულებიდან გამონაკლისები (სატრანსპორტო საშუალების ეკიპაჟისთვის; პერსონალისთვის; იტალიის ტერიტორიაზე ყოფნის პერიოდისთვის, რომელიც სამუშაოს, ჯანმრთელობის ან გადაუდებელი საჭიროებით არის განპირობებული და დასაბუთებული და 120 საათს არ აღემატება. ამ პერიოდის გასვლისთანავე პირი ვალდებულია დატოვოს იტალიის ტერიტორია).

მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარის 2021 წლის 2 მარტის დეკრეტით განსაზღვრული სხვა მითითებები უცვლელი რჩება.


ადგილი:

Tbilisi

1321