Questo sito usa cookie per fornirti un'esperienza migliore. Proseguendo la navigazione accetti l'utilizzo dei cookie da parte nostra OK

სტიპენდიები მილანის ლა სკალას თეატრის აკადემიაში სწავლისთვის

თარიღი:

23/04/2021


სტიპენდიები მილანის ლა სკალას თეატრის აკადემიაში სწავლისთვის

იტალიის საგარეო საქმეთა და საერთაშორისო თანამშრომლობის სამინისტრო, ლა სკალას თეატრის აკადემიასთან მრავალწლიანი თანამშრომლობის საფუძველზე, გასცემს 10 სტიპენდიას (თითოეული სტიპენდიის ხანგრძლივობა 9 თვეს, ხოლო ოდენობა თვიურად 900 ევროს შეადგენს) ვოკალისტების დახელოვნების კურსზე სწავლისათვის.
განაცხადის წარდგენა შესაძლებელია 2021 წლის 12 მაისამდე, აკადემიის ვებგვერდის მეშვეობით.
დეტალური ინფორმაციისთვის დააჭირეთ აქ.

ასევე, იტალიის საგარეო საქმეთა და საერთაშორისო თანამშრომლობის სამინისტრო გასცემს 9 სტიპენდიას (თითოეული სტიპენდიის ხანგრძლივობა 6 თვეს, ხოლო ოდენობა თვიურად 900 ევროს შეადგენს) საშემსრულებლო ხელოვნების მენეჯმენტის სამაგისტრო კურსზე სწავლისათვის.
კანდიდატურის წარდგენა შესაძლებელია: ევროკავშირის არაწევრი სახელმწიფოების მოქალაქეებისთვის - 2021 წლის 16 სექტემბრამდე, ხოლო ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების მოქალაქეებისთვის - 2021 წლის 1 ოქტომბრამდე.
დეტალური ინფორმაციისთვის დააჭირეთ აქ.


accademia alla scala logo

 


ადგილი:

Tbilisi

1316