ეს საიტი იყენებს ტექნიკურ, ანალიტიკურ და მესამე მხარის ქუქიებს.
დათვალიერების გაგრძელებით თქვენ ეთანხმებით ქუქიების გამოყენებას.

Preferences cookies

New Italian Books, ახალი ვებ-პორტალი იტალიური წიგნის პოპულარიზაციისთვის

იტალიური გამოცემების, იტალიური ენისა და კულტურის უცხოეთში პოპულარიზაციის მიზნით, Treccani-ს ინიციატივით, საგარეო საქმეთა და საერთაშორისო თანამშრომლობის სამინისტროსა და კულტურის, კულტურული მემკვიდრეობისა და ტურიზმის სამინისტროს წიგნის ცენტრის მხარდაჭერით და იტალიური გამომცემლობების ასოციაციასთან თანამშრომლობით, შეიქმნა ვებ-პორტალი New Italian Books.

იტალიურ და ინგლისურ ენებზე ხელმისაწვდომი ვებ-პორტალი გამიზნულია ფართო აუდიტორიისთვის: იტალიელი და უცხოელი გამომცემლებისთვის, ლიტერატურული აგენტებისთვის, მთარგმნელებისთვის, ილუსტრატორებისთვის, სტუდენტებისა და მოსწავლეებისთვის. ვებ-პორტალზე თავმოყრილია საგამომცემლო სიახლეები ჟანრების მიხედვით (პროზა, ესეისტიკა, კომიქსი, საბავშვო ლიტერატურა), რეცენზიები, ინტერვიუები, იტალიური წიგნების თარგმანის დაფინანსებასა და პრემიებთან დაკავშირებული ინფორმაცია და ასევე, მუდმივად განახლებადი ბაზა, რომელიც შეიცავს მონაცემებს გამომცემლების, ლიტერატურული აგენტების, წიგნების გამოფენების, ლიტერატურის ფესტივალების, ლიტერატურული პრემიებისა და უცხოეთში იტალიური ბიბლიოთეკების შესახებ.

ვებ-პორტალის პრეზენტაცია გაიმართება 11 ივნისს, 11:30სთ-ზე, ონლაინ რეჟიმში, Treccani-ს ფეისბუქ-გვერდზე. ვიდეოკონფერენციაში მონაწილეობას მიიღებენ საგარეო საქმეთა და საერთაშორისო თანამშრომლობის სამინისტროს “ქვეყნის სისტემის” გენერალური დეპარტამენტის ხელმძღვანელი ლორენცო ანჯელონი, იტალიური ენციკლოპედიის ინსტიტუტის დირექტორი მასიმო ბრაი, წიგნის ცენტრის პრეზიდენტი რომანო მონტრონი, იტალიური გამომცემლობების ასოციაციის პრეზიდენტი ფრანკო ლევი და ასევე, საგარეო საქმეთა და საერთაშორისო თანამშრომლობის მინისტრის მოადგილე მარინა სერენი. პრეზენტაციის შემდეგ გაიმართება ფორუმი, ლიტერატურული პრემიით “Strega” დაჯილდოებული ჰელენა იანეჩეკისა და ფედერიკო ანდორნინოს (Weidenfeld & Nicolson) მონაწილეობით. ფორუმს ჟურნალისტი კრისტინა ფალოჩი გაუძღვება.

libri