Questo sito usa cookie per fornirti un'esperienza migliore. Proseguendo la navigazione accetti l'utilizzo dei cookie da parte nostra OK

საზღვარგარეთ მცხოვრები თანამემამულეების მიერ ხმის მიცემა წერილობით

თარიღი:

31/01/2020


საზღვარგარეთ მცხოვრები თანამემამულეების მიერ ხმის მიცემა წერილობით

იტალიის საკასაციო სასამართლოს რეფერენდუმის საკითხთა ცენტრალური განყოფილების 2020 წლის 23 იანვრის ბრძანებულებით დადგინდა კონსტიტუციის "პარლამენტის წევრთა რიცხვის შემცირების თაობაზე" 56-ე, 57-ე და 59-ე მუხლებში ცვლილებების შეტანასთან დაკავშირებული რეფერენდუმის მოთხოვნის შესაბამისობა კონსტიტუციის 138-ე მუხლთან და სარეფერენდუმო საკითხის კანონიერება.

რესპუბლიკის პრეზიდენტის 2020 წლის 28 იანვრის დეკრეტის თანახმად, რომელიც 2020 წლის 29 იანვრის N23 ოფიციალურ მაცნე "Gazzetta Ufficiale"-ში გამოქვეყნდა, დაინიშნა სახალხო რეფერენდუმი, რომელიც გაიმართება 2020 წლის 29 მარტს და მასში მონაწილეობას მიიღებენ საზღვარგარეთ მცხოვრები იტალიის მოქალაქეებიც.

შეგახსენებთ, რომ იტალიის კონსტიტუცია იცავს ხმის მიცემის უფლებას და 2001 წლის 27 დეკემბრის N459 კანონის თანახმად, საარჩევნო სიებში აღრიცხულ საზღვარგარეთ მცხოვრებ იტალიის მოქალაქეებს ხმის მიცემა წერილობით შეუძლიათ. ამისათვის, საჭიროა საკონსულო განყოფილებაში შემოწმდეს და დაზუსტდეს ამომრჩევლის სარეგისტრაციო მონაცემები და მისამართი.

ალტერნატივის სახით, აღრიცხვაზე მყოფ საზღვარგარეთ მცხოვრებ იტალიელ მოქალაქეებს შეუძლიათ ხმის მიცემა იმ მუნიციპალიტეტში, რომლის საარჩევნო სიაშიც არიან აღრიცხულნი. ასეთ შემთხვევაში, ხმის მიცემის თარიღის გამოცხადებიდან ათი დღის განმავლობაში, მათ წერილობით უნდა აცნობონ საკონსულო განყოფილებას საკუთარი არჩევანის (OPZIONE) შესახებ, რის შემდეგაც შესაბამისი მუნიციპალიტეტებიდან მიიღებენ შეტყობინება-ბიულეტენს იტალიის საარჩევნო უბნებში ხმის მისაცემად.

ამგვარი არჩევანი მოქმედია მხოლოდ ერთი რეფენდუმის შემთხვევაში.

არჩევანის შესახებ უნდა ეცნობოს საკონსულო განყოფილებას ხმის მიცემის თარიღის გამოცხადებიდან ათი დღის განმავლობაში (2020 წლის 8 თებერვლამდე). შეტყობინება შედგენილი უნდა იყოს უბეჭდო ქაღალდზე, სადაც მოცემული იქნება ამომრჩევლის სახელი, გვარი, დაბადების თარიღი და ადგილი, რეზიდენტობის ადგილი და ხელმოწერა. შეტყობინებას თან უნდა ერთვოდეს განმცხადებლის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი.

ამისათვის შესაძლებელია სარგებლობა ფორმულარით, რომლის ჩამოტვირთვა შეიძლება იტალიის საგარეო საქმეთა და საერთაშორისო თანამშრომლობის სამინისტროს ვერბგვერდიდან (www.esteri.it) და შესაბამისი საკონსულო განყოფილების ვებგვერდიდან.

მოქმედი კანონმდებლობის თანახმად, ამომრჩეველმა თავად უნდა იზრუნოს, რომ ფოსტით გაგზავნილი შეტყობინება საკონსულო განყოფილების მიერ დროულად იქნას მიღებული.

შესაძლებელია იტალიაში ხმის მიცემის არჩევანის გაუქმება წერილობითი შეტყობინების მეშვეობით, რომელიც უნდა გაეგზავნოს ან ჩაბარდეს საკონსულო განყოფილებას იმავე პირობებით და იმავე ვადებში, რომლებიც გათვალისწინებულია იტალიაში ხმის მიცემის არჩევის შესატყობინებლად.

იმ შემთხვევისთვის, თუ ამომრჩეველი გადაწყვეტს ხმის მისაცემად იტალიაში დაბრუნებას, კანონით გათვალისწინებული არ არის მგზავრობასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურება, არამედ მხოლოდ და მხოლოდ სატარიფო შეღავათები იტალიის ტერიტორიაზე. მხოლოდ იმ ქვეყნებში რეზიდენტ ამომრჩევლებს, სადაც არ არსებობს პირობები წერილობით ხმის მისაცემად (კანონი 459/2001, 20-ე მუხლი, პუნქტი 1-bis), აუნაზღაურდებათ მგზავრობის ბილეთის (ეკონომ-კლასით) ღირებულების 75%.

ნებისმიერი სახის დამატებითი განმარტების მისაღებად მიმართეთ საკონსულო განყოფილებას.

30/01/2020


ინფოგრაფიკის სანახავად დააჭირეთ აქ.


ადგილი:

Tbilisi

1215