Questo sito usa cookie per fornirti un'esperienza migliore. Proseguendo la navigazione accetti l'utilizzo dei cookie da parte nostra OK

იტალიელები უცხოეთში: დღიურები გვიამბობენ

თარიღი:

03/09/2019


იტალიელები უცხოეთში: დღიურები გვიამბობენ

კოლექტიური მეხსიერების შენახვა და წარსულის გააზრება-რეკონსტრუქცია იტალიელი ემიგრანტების გაციფრული დღიურების, დოკუმენტებისა და წერილების მეშვეობით. ვებ-პორტალი "იტალიელები უცხოეთში: დღიურები გვიამბობენ" პიევე სანტო სტეფანოს ავტობიოგრაფიული ჩანაწერების, დღიურებისა და მოგონებების ეროვნული არქივის ინიციატივით და იტალიის საგარეო საქმეთა და საერთაშორისო თანამშრომლობის სამინისტროს დაფინანსებით შეიქმნა. ამ პროექტის ისტორიული და კულტურული ღირებულება იმაში მდგომარეობს, რომ ვებ-პორტალი "იტალიელები უცხოეთში: დღიურები გვიამბობენ" ემიგრანტების ისტორიების მეშვეობით ჩვენი ქვეყნის ისტორიას მოგვთხრობს და მნიშვნელოვან მოვლენებთან დაკავშირებით უცხოეთში მცხოვრები ჩვენი თანამემამულეების განსხვავებულ ხედვას გვაჩვენებს. ამჟამად პორტალზე ატვირთულია 1000-მდე დოკუმენტი, რომელიც მოიცავს პერიოდს მეცხრამეტე საუკუნიდან დღემდე.

ინიციატივასთან დაკავშირებული ვიდეოს სანახავად დააჭირეთ აქ.
ვებ-პორტალის საპრეზენტაციო ღონისძიებასთან დაკავშირებული სტატიების სანახავად დააჭირეთ აქ.

i diari raccontano 1


ადგილი:

Tbilisi

1173