30 მაისს იწყება ფესტივალი „Georgian Tango Encuentro“, რომელიც სამი დღის განმავლობაში Silk Factory Studio-ს სცენაზე იუნესკოს არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების ნუსხაში შეტანილი ცეკვის – ტანგოს – მოყვარულებს უმასპინძლებს.
ფესტივალი, რომელიც ტანგოს აკადემიის ორგანიზებით წელს უკვე მესამედ იმართება, საქართველოში იტალიის საელჩოს ხელშეწყობით ტარდება და თბილისში თავს მოუყრის უამრავ პროფესიონალ მოცეკვავესა და ტანგო დიჯეის, რომლებიც საქართველოს დედაქალაქს ტანგოს სამშობლოდან, არგენტინიდან და ევროპის სხვადასხვა ქვეყნიდან ეწვევიან.
ფესტივალი „Georgian Tango Encuentro“ არამხოლოდ სანახაობრივი ღონისძიება, არამედ კულტურული გაცვლისა და ცოდნის გაზიარების პლატფორმაცაა, რომელიც საცეკვაო პერფორმანსების გარდა, სხვადასხვა სემინარსაც მოიცავს. ფესტივალს იტალიიდან ტანგოს სახელგანთქმული მოცეკვავე წყვილები, ლორენა ტარანტინო და ჯანპიერო გალდი, ფრანჩესკა არარჩი და მერტ მორანი, ასევე, ტანგო დიჯეები ჯუზეპე კლემენტე, რობერტო ტუჩი და ხორხე ვაკა ეწვევიან.
პროგრამის სანახავად დააჭირეთ აქ.