ეს ვებგვერდი იყენებს ტექნიკურ (აუცილებელ) და ანალიტიკურ ქუქი-ფაილებს (Cookies).
ნავიგაციის გასაგრძელებლად დაადასტურეთ, ეთანხმებით თუ არა მათ გამოყენებას.

იტალიელი მუსიკოსები ფესტივალზე „მწვანე საღამოები“

Poster-1

თბილისში ბუნებისა და ხელოვნების ფესტივალი „მწვანე საღამოები“ ბრუნდება, რომლის ფარგლებში, ტონინო გუერას საერთაშორისო ფონდის ორგანიზებითა და საქართველოში იტალიის საელჩოს მხარდაჭერით, ორი საინტერესო მუსიკალური ღონისძიება ჩატარდება: 6 ივნისს, თბილისის ბოტანიკურ ბაღში, სადაც 2021 წელს, ტონინო გუერას „დავიწყებული ხილის ბაღის“ მსგავსად, იტალიიდან ჩამოტანილი ხის ნერგებით „დავიწყებული ხილის ხეივანი“ გაშენდა, გაიმართება სალენტოს ფოლკლორული მუსიკის კონცერტი კონსუელო ალფიერის მონაწილეობით. შემსრულებელი მუსიკისა და მოძრაობის, უძველესი რიტმებისა და  თავბრუდამხვევი ცეკვის უჩვეულო სინთეზს, პროექტ „Siroco“-ს წარმოადგენს და ქართველ მსმენელს სალენტოს უძველესი კულტურისა და მუსიკალური ტრადიციების სამყაროში ამოგზაურებს.
7 ივნისს, ფესტივალის დასკვნით კონცერტზე ჯაზისა და ფოლკლორულ კომპოზიციებს შეასრულებენ ცნობილი იტალიელი მუსიკოსები, შესანიშნავი აკორდეონისტი და უნიკალური სტილის მქონე მომღერალი, სარა კალვანელი და უამრავი იტალიური და საერთაშორისო ფესტივალის მონაწილე, ვირტუოზი აკორდეონისტი სიმონე ძანკინი.
არ გამოგრჩეთ!