დაიწყო მარანგონის ინსტიტუტის მიერ იტალიის საელჩოსთან თანამშრომლობით ორგანიზებულ კონკურსში „Italy Meets Georgia: a Fusion of Aesthetics and Innovation” მონაწილეობის მსურველთა განაცხადების მიღება.
კონკურსი, რომელიც წლევანდელი იტალიური დიზაინის დღის აღნიშვნის ფარგლებში გამოცხადდა, განკუთვნილია ახალგაზრდა ნიჭიერი დიზაინერებისთვის და წელს უკვე მეორედ იმართება. კონკურსში გამარჯვებულებს შესაძლებლობა ექნებათ სწავლა გააგრძელონ მოდისა და დიზაინის კურსებზე მარანგონის ინსტიტუტში, რომელიც ამ დარგებში ერთ-ერთი საუკეთესო იტალიური უმაღლესი სასწავლებელია.
კონკურსში მონაწილეობის მსურველებმა უნდა წარმოადგინონ კრეატიული პროექტები, რომლებიც ასახავს იტალიური დიზაინის, ხელოვნებისა და კულტურის კავშირს ქართულ კულტურულ და კრეატიულ იდენტობასა და დიზაინთან.
პროექტებისა და კონკურსში მონაწილეობის მისაღებად საჭირო დოკუმენტების წარდგენის ვადაა 2025 წლის 5 მაისი.
კონკურსში გამარჯვებულთა დაჯილდოება გაიმართება „იტალიური წარმოებისა და მოდის ეროვნულ დღესთან“ დაკავშირებულ ღონისძიებაზე, რომელიც საქართველოში იტალიის საელჩოს ორგანიზებით, 2025 წლის 8 მაისს ჩატარდება.
დეტალური ინფორმაციისთვის დააჭირეთ აქ.