დაიწყო სამაგისტრო პროგრამა FIVEG Academy Postgraduate სწავლის მსურველთა განაცხადების მიღება. პროგრამა, რომელიც ქ. ნეაპოლის ფედერიკო II-ის სახ. უნივერსიტეტის მიერ ფონდ RESTART-თან თანამშრომლობით ხორციელდება, მიზნად ისახავს ნიჭიერი ახალგაზრდების ცოდნისა და განათლების ამაღლებას სამეცნიერო კვლევების, ინოვაციებისა და ტექნოლოგიების გადაცემის დარგებში. 6 თვიანი სამაგისტრო პროგრამა წელს 19 მაისს დაიწყება და 15 ნოემბერს დასრულდება.
წარჩინებული სტუდენტებისთვის გამოყოფილია 10 სასწავლო სტიპენდია.
განაცხადის გაგზავნა შესაძლებელია 2025 წლის 12 მაისის 12:00 სთ-მდე ონლაინ, ბმულზე: http://www.5gacademy.unina.it
დეტალური ინფორმაციისთვის დააჭირეთ აქ.