ეს ვებგვერდი იყენებს ტექნიკურ (აუცილებელ) და ანალიტიკურ ქუქი-ფაილებს (Cookies).
ნავიგაციის გასაგრძელებლად დაადასტურეთ, ეთანხმებით თუ არა მათ გამოყენებას.

განაცხადი 2025 წლის იტალიის ეროვნული დღისადმი მიძღვნილი წვეულების დაფინანსებაზე

გნებავთ თქვენი კომპანიის თუ ორგანიზაციის იმიჯი და საქმიანობა წარმოაჩინოთ იტალიის ეროვნულ დღესასწაულზე, რომელიც იტალიისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი დღეა? იტალიის საელჩო გეგმავს, მოიძიოს საჯარო თუ კერძო კომპანიები, რომლებსაც სურთ დააფინანსონ ან ითანამშრომლონ საელჩოსთან 2025 წელს ეროვნული დღესასწაულისადმი მიძღვნილი წვეულების ორგანიზებაში, რომელიც თბილისში გაიმართება.

პროცედურა ძალიან მარტივია: საკმარისია გაეცნოთ განაცხადს იტალიის ეროვნული დღისადმი მიძღვნილი წვეულების დაფინანსებაზე, შეავსოთ დაფინანსების წინადადების მოდული და გააგზავნოთ 2025 წლის 23 მაისის 23:59სთ-მდე (საქართველოს დროით) ელ. ფოსტის მისამართზე: primosegr.tbilisi@esteri.it