ეს ვებგვერდი იყენებს ტექნიკურ (აუცილებელ) და ანალიტიკურ ქუქი-ფაილებს (Cookies).
ნავიგაციის გასაგრძელებლად დაადასტურეთ, ეთანხმებით თუ არა მათ გამოყენებას.

ფლაიანოს სახელობის საერთაშორისო პრემია

Premio Flaiano-logo

ფლაიანოს სახელობის 52-ე საერთაშორისო კონკურსის ფარგლებში, 2025 წელს გაიცემა 24- ე საერთაშორისო პრემია იტალიანისტიკაში, რომელიც ელჩი ლუკა ატანაზიოს სახელს ატარებს. პრემია განკუთვნილია სამი გამარჯვებული ავტორისთვის კატეგორიაში “over” და ერთი ავტორისთვის კატეგორიაში “under 35”, რომელთა ნამუშევრები 2024 წლის 1 აპრილიდან 2025 წლის 15 აპრილამდეა გამოქვეყნებული. პრემიას გასცემს ედოარდო ტიბონის ფონდი და ენიო ფლაიანოს სახელობის კულტურული ასოციაცია იტალიის საგარეო საქმეთა და საერთაშორისო თანამშრომლობის სამინისტროსთან თანამშრომლობით. დაჯილდოების ცერემონია გაიმართება 2025 წლის 28 ივნისს ქ. პესკარაში.
ნაწარმოებები წარმოდგენილი უნდა იყოს PDF ფორმატში არაუგვიანეს 2025 წლის 21 აპრილისა იტალიის საელჩოში.
კონკურსის პირობების სანახავად დააჭირეთ აქ.