ეს ვებგვერდი იყენებს ტექნიკურ (აუცილებელ) და ანალიტიკურ ქუქი-ფაილებს (Cookies).
ნავიგაციის გასაგრძელებლად დაადასტურეთ, ეთანხმებით თუ არა მათ გამოყენებას.

სწავლის შესაძლებლობა: სტიპენდიები მილანის ლა სკალას თეატრის აკადემიაში სასწავლებლად

Logo

ლა სკალას თეატრის აკადემია აცხადებს კონკურსს საოპერო მომღერლების დახელოვნების კურსზე (ხანგრძლივობა: 2 წელი) და ხელოვნების მენეჯმენტის სამაგისტრო კურსზე (ხანგრძლივობა: 1 წელი) სწავლის მსურველთათვის.

საოპერო მომღერლების დახელოვნების კურსზე სწავლის მსურველთა განაცხადების მიღების ბოლო ვადაა 9 აპრილი, საშემსრულებლო ხელოვნების მენეჯმენტის სამაგისტრო კურსზე სწავლის მსურველთა განაცხადების ბოლო ვადად კი გამოცხადებულია: 1 ოქტომბერი – ევროკავშირის წევრი ქვეყნების მოქალაქეებისთვის, 17 სექტემბერი – ევროკავშირის არაწევრი ქვეყნების მოქალაქეებისათვის.

ლა სკალას თეატრის აკადემია საოპერო მომღერლების დახელოვნების კურსზე სასწავლებლად გასცემს 1 სტიპენდიას, რომელიც თვიურად 900 ევროს შეადგენს. ჯანლუკა სპინას სახ. ასოციაცია საშემსრულებლო ხელოვნების მენეჯმენტის სამაგისტრო კურსზე სასწავლებლად გასცემს სამ სტიპენდიას. წარჩინებული უცხოელი სტუდენტებისთვის გათვალისწინებულია იტალიის საგარეო საქმეთა და საერთაშორისო თანამშრომლობის სამინისტროს მიერ გამოყოფილი სასწავლო სტიპენდიები.

საოპერო მომღერლების დახელოვნების კურსთან დაკავშირებული დეტალური ინფორმაცია იხილეთ აქ.
საშემსრულებლო ხელოვნების მენეჯმენტის სამაგისტრო კურსთან დაკავშირებული ინფორმაცია იხილეთ აქ.