გამოცხადდა კონკურსი პროგრამაზე I ACT (Italy-IRENA Action for Climate Toolkit) სწავლის მსურველთათვის. პროგრამა, რომელიც იტალიის საგარეო საქმეთა და საერთაშორისო თანამშრომლობის სამინისტროს თანადაფინანსებითა და განახლებადი ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს (IRENA) ორგანიზებით, წელს უკვე მეორედ ხორციელდება, მიზნად ისახავს ენერგიის გადაცემის, კლიმატის ცვლილებებისა და მდგრადი განვითარების საკითხებში ახალგაზრდების ცოდნისა და უნარების გაუმჯობესებას.
პროგრამით დაინტერესებულთა განაცხადების წარდგენის ბოლო ვადაა 2025 წლის 21 მარტი.
კონკურსის პირობების სანახავად დააჭირეთ აქ.
პროგრამა I ACT (Italy-IRENA Action for Climate Toolkit)
