გამოცხადდა მარია და გოფრედო ბელონჩის სახ. ფონდის, იტალიის კულტურის სამინისტროს წიგნის ცენტრისა და BPER ბანკის მიერ, საგარეო საქმეთა და საერთაშორისო თანამშრომლობის სამინისტროსთან თანამშრომლობით ორგანიზებული კონკურსი “Leggiamoci” 13-19 წლის ასაკის მოზარდებისა და ახალგაზრდებისთვის.
კონკურსში მონაწილეობის მსურველები უნდა დარეგისტრირდნენ (უფასოდ) ონლაინ პლატფორმაზე Leggiamoci.it და გააგზავნონ თავისუფალ თემაზე შექმნილი ტექსტური ან ვიზუალური მოთხრობა (იტალიურ ენაზე) 2025 წლის 23 მაისის 12:00სთ-მდე.
კონკურსში მონაწილეობასთან დაკავშირებული დეტალური ინფორმაციისთვის დააჭირეთ აქ.