ეს ვებგვერდი იყენებს ტექნიკურ (აუცილებელ) და ანალიტიკურ ქუქი-ფაილებს (Cookies).
ნავიგაციის გასაგრძელებლად დაადასტურეთ, ეთანხმებით თუ არა მათ გამოყენებას.

იტალიური ენისა და კულტურის საზაფხულო კურსი გარნიანოში

Gargnano Palazzo Feltrinelli

მილანის უნივერსიტეტის ლინგვისტიკის ცენტრი SLAM ატარებს იტალიური ენისა და კულტურის საზაფხულო კურსს, რომელიც გაიმართება 2025 წლის 14 ივლისიდან 2 აგვისტომდე ქ. გარნიანოში (გარდას ტბაზე). კურსების ხანგრძლივობა 3 კვირას (90 საათს) შეადგენს.
კურსზე სწავლა შეუძლიათ ნებისმიერი ქვეყნის მოქალაქეს (ასაკი 18-40 წელი). კურსზე სწავლისთვის აუცილებელია იტალიური ენის ცოდნა, სულ მცირე, B1 დონეზე. სწავლის საფასური იცვლება წარმომავლობის ქვეყნის მიხედვით.
განაცხადების წარდგენა შესაძლებელია ონლაინ რეჟიმში, არაუგვიანეს 2025 წლის 4 მაისის 12:00სთ-მდე (იტალიური დროით).
იტალიურ ენაზე დეტალური ინფორმაციისთვის დააჭირეთ აქ.
ინგლისურ ენაზე დეტალური ინფორმაციისთვის დააჭირეთ აქ.