ეს ვებგვერდი იყენებს ტექნიკურ (აუცილებელ) და ანალიტიკურ ქუქი-ფაილებს (Cookies).
ნავიგაციის გასაგრძელებლად დაადასტურეთ, ეთანხმებით თუ არა მათ გამოყენებას.

პაგანინის სახელობის 58-ე საერთაშორისო სავიოლინო კონკურსი

Concorso Paganini-logo

2024 წლის 14 ოქტომბრიდან 2025 წლის 11 თებერვლამდე ნებისმიერი ეროვნების 15-დან 30 წლამდე ასაკის მევიოლინეებს შეუძლიათ, დარეგისტრირდნენ პაგანინის სახელობის საერთაშორისო კონკურსში მონაწილეობის მისაღებად. კონკურსის ფინალი გაიმართება 2025 წლის 14-26 ოქტომბერს, გენიალური მევილიონის, ნიკოლო პაგანინის მშობლიურ ქალაქში, გენუაში.

ეგისტრაცია შესაძლებელია 2025 წლის 11 თებერვლის 13:00სთ-მდე (იტალიის დროით), მხოლოდ და მხოლოდ ონლაინ, ვებგვერდის www.premiopaganini.it მეშვეობით.

კონკურსის შესარჩევი ეტაპი ჩატარდება 2025 წლის აპრილ-მაისში, გენუაში, გუანჯოუში, სეულში, ნიუ-იორკსა და ბერლინში. გენუაში გამართულ ფინალში მონაწილეობას 24 მევიოლინე მიიღებს.

კონკურსში გამარჯვებულებს, ფულადი ჯილდოს გარდა, ელით კონცერტები პრესტიჟულ ეროვნულ და საერთაშორისო მუსიკალურ დაწესებულებებში, მთავარ გამარჯვებულს კი შესაძლებლობა ექნება დაუკრას ნიკოლო პაგანინის ვიოლინოზე, რომელიც 1743 წელს კრემონელმა ოსტატმა, ჯუზეპე („დელ ჯეზუ“) გვარნერიმ შექმნა.

დეტალური ინფორმაცია იტალიურ ენაზე იხილეთ აქ.
დეტალური ინფორმაცია ინგლისურ ენაზე იხილეთ აქ.