ეს ვებგვერდი იყენებს ტექნიკურ (აუცილებელ) და ანალიტიკურ ქუქი-ფაილებს (Cookies).
ნავიგაციის გასაგრძელებლად დაადასტურეთ, ეთანხმებით თუ არა მათ გამოყენებას.

მილანის ლა სკალას ოპერის თეატრის კამერული ორკესტრი თბილისში ბრუნდება

Cameristi della Scala

15 სექტემბერს 32-ე საერთაშორისო მუსიკალური ფესტივალი “შემოდგომის თბილისი” დაიწყო, რომელიც ჯანსუღ კახიძის სახელობის თბილისის მუსიკალურ-კულტურული ცენტრის 35 წლის იუბილეს ეძღვნება.

კონცერტზე, რომელიც 23 სექტემბერს (დასაწყისი: 19:30სთ) საქართველოში იტალიის საელჩოს ხელშეწყობით გაიმართება, ჯანსუღ კახიძის სახელობის მუსიკალურ-კულტურული ცენტრის სცენაზე ქართველი მსმენელისთვის კარგად ნაცნობი მილანის ლა სკალას ოპერის თეატრის კამერული ორკესტრი წასდგება. ბრწყინვალე მუსიკოს-შემსრულებლებისგან დაკომპლექტებული ორკესტრი 1982 წელს შეიქმნა და მსოფლიოს ყველაზე პრესტიჟულ სცენებზე დიდი წარმატებით გამოდის.

კამერულ ორკესტრს მაესტრო ვახტანგ კახიძე უდირიჟორებს, სოლისტი კი შესანიშნავი რუმინელი მევიოლინე იოანა კრისტინა გოიჩეა იქნება. კონცერტზე შესრულდება მოცარტისა და ბრიტენის მუსიკალური ნაწამოებები. არ გამოტოვოთ!

ბილეთების შეძენა შესაძლებელია ონლაინ.