იტალიის საელჩო თბილისში გეგმავს, მოიძიოს საჯარო თუ კერძო კომპანიები, რომლებსაც სურთ ითანამშრომლონ საელჩოსთან “იტალიური სპორტის მსოფლიო დღესთან” დაკავშირებული ინიციატივის განხორციელებაში. ღონისძიება წელს პირველად გაიმართება და მისი მთავარი მიზანია, იტალიური სპორტული ინდუსტრიებისა და მათთან დაკავშირებული სფეროების პოპულარიზაცია სპორტისა და სპორტსმენების მეშვეობით, ასევე, სპორტში ჩართული ახალგაზრდული კომპონენტის მნიშვნელობისა და სპორტის – როგორც ჯანსაღი ცხოვრების წესისა და კვების ხელშემწყობი ინსტრუმენტის – ინკლუზიურობის, ეკოლოგიური მდგრადობისა და ინოვაციურობის წარმოჩინება.
პროცედურა ძალიან მარტივია: საკმარისია გაეცნოთ შეტყობინებებს, შეავსოთ შესაბამისი მოდულები (წინადადება დაფინანსებაზე ან წინადადება თანამშრომლობაზე) და გააგზავნოთ 2024 წლის 9 სექტემბრის 23:59სთ-მდე (საქართველოს დროით) ელ. ფოსტის მისამართზე: primosegr.tbilisi@esteri.it.
იტალიური სპორტის მსოფლიო დღესთან დაკავშირებული ინიციატივები განხორციელდება 2024 წლის 9-15 სექტემბერს.
ამავე მისამართზე შეგიძლიათ გააგზავნოთ მოთხოვნა დამატებითი ინფორმაციის მისაღებად.