23-27 ივლისს, კავკასიონის სამხრეთ ქედის კალთებზე მდებარე, ულამაზესი ბუნებით, მდიდარი ისტორიითა და უნიკალური კულტურით გამორჩეულ საქართველოს რეგიონში, სვანეთში, გაიმართება მესტიის მოკლემეტრაჟიანი და მთის ფილმების მე-4 საერთაშორისო ფესტივალი, რომელიც იტალიის საელჩოს მხარდაჭერით ტარდება.
წლევანდელი ფესტივალის მთავარი სტუმარი იქნება რეინოლდ მესნერი, ლეგენდარული იტალიელი ალპინისტი, მკვლევარი, მოგზაური, უამრავი წიგნის ავტორი და რეჟისორი, რომელმაც პირველმა შეძლო ევერესტზე ასვლა ჟანგბადის აპარატისა და ტექნიკური აღჭურვილობის გარეშე და დედამიწის თოთხმეტივე 8000-მეტრიანი მწვერვალი დალაშქრა.
100-მეტი ექსპედიციისა და 3500 ურთულესი ასვლის შემდეგ, მესნერი წლების მანძილზე ქმნიდა და ავითარებდა მუზეუმების ქსელსა და ფონდს მთაში მცხოვრები ხალხების დასახმარებლად, შემდეგ კი კინემატოგრაფმა გაიტაცა.
25 ივლისს, ხუთშაბათს, 20:30 სთ-ზე, მესტიის მოკლემეტრაჟიანი და მთის ფილმების საერთაშორისო ფესტივალის ფარგლებში, რეინოლდ მესნერი მასტერკლასს ჩაატარებს რეჟისორებისთვის, კინემატოგრაფისტებისთვის და, ასევე, მთისა და ალპინიზმის მოყვარულებისთვის. არ გამოგრჩეთ!