იტალიური კინოს მეშვიდე მსოფლიო კვირეულის ფარგლებში, რომელიც იტალიის საგარეო საქმეთა და საერთაშორისო თანაშრომლობის სამინისტროს ინიციატივით იმართება და ეძღვნება იმ პროფესიის წარმომადგენლებს (მსახიობებს, რეჟისორებს, სცენარისტებს, ოპერატორებს, კომპოზიტორებს, მემონტაჟეებს და სხვ.), რომელთა გარეშეც რთული და კომპლექსური კინოსამყაროს არსებობა შეუძლებელია, იტალიის საელჩო საქართველოში გთავაზობთ ცნობილი იტალიელი რეჟისორის, მწერლისა და სცენარისტის, გაბრიელე სალვატორესის ფილმის “Mediterraneo” ჩვენებას.
უამრავი პრესტიჟული ჯილდოს (მათ შორის, „ოსკარის“, “დონატელოს დავითისა” და “ვერცხლის ფირის”) მფლობელი ფილმი მოგვითხრობს იტალიელ ჯარისკაცებზე, რომლებიც 1941 წელს გერმანელების მიერ დაპყრობილ და შემდეგ მიტოვებულ პატარა ბერძნულ კუნძულზე აღმოჩნდებიან. ფილმის მთავარი გმირები, რომლებსაც შესანიშნავი მსახიობები ანსახიერებენ, რამდენიმე წელს გაატარებენ ხმელთაშუა ზღვაში ჩაკარგულ და ყველასგან დავიწყებულ კუნძულზე, სანამ ერთ დღეს შემთხვევით არ გაიგებენ, რომ ომი დასრულდა და იტალიაში დაბრუნების დროა.
ფილმი ნაჩვენები იქნება იტალიურ ენაზე, ინგლისურენოვანი სუბტიტრებით.
კინოჩვენება გაიმართება 17 ივნისს, 20:00სთ-ზე, საქართველოს ეროვნული არქივის კინოდარბაზში. დასწრება თავისუფალია.