Trenitalia საზღვარგარეთ რეზიდენტ და AIRE-ში რეგისტრირებულ იტალიის მოქალაქეებს, რომლებიც მოგზაურობენ იტალიაში, სთავაზობთ შემდეგ შეღავათებს:
- 80%-მდე ფასდაკლება სპეციალური ღონისძიებების შეთავაზებით, Frecciarossa, Frecciargento და Frecciabianca- ს მატარებლებით მგზავრობისთვის.
- 40%-იანი ფასდაკლება ჯგუფებისთვის, Frecciarossa, Frecciargento, Frecciabianca მატარებლების ბილეთებზე, სულ მცირე 10 კაციან ჯგუფზე, რომლებიც ერთად მოგზაურობენ.
- იტალიაში სამოგზაურო Trenitalia Pass-ის შეძენის შესაძლებლობა.
ფასდაკლებები მოქმედებს 2024 წლის 31 დეკემბრამდე. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ მატარებლის ბორტზე ბილეთების შემოწმებისას თქვენ უნდა წარადგინოთ პერსონალური მონაცემების ბარათი, რომელიც შეგიძლიათ მიიღოთ Fast It პორტალიდან ან თქვენი AIRE-ში რეგისტრაციის მოწმობა. აღნიშნული მოწმობა შეგიძლიათ მოითხოვოთ თქვენი ქალაქის მუნიციპალიტეტში, ასევე SPID-ის ან CIE-ის მეშვეობით, მუნიციპალიტეტის მომსახურების ზონაში ავტორიზაციის მეშვეობით.
დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ ვებგვერდს www.trenitalia.com