ეს ვებგვერდი იყენებს ტექნიკურ (აუცილებელ) და ანალიტიკურ ქუქი-ფაილებს (Cookies).
ნავიგაციის გასაგრძელებლად დაადასტურეთ, ეთანხმებით თუ არა მათ გამოყენებას.

ფერარის უნივერსიტეტი: დოქტორანტურის კურსები

Università di Ferrara-logo – Copia

დაიწყო ფერარის უნივერსიტეტში დოქტორანტურის კურსებზე სწავლის მსურველთა განაცხადების მიღება (სასწავლო სტიპენდიის მიღების შესაძლებლობით).
საერთაშორისო სტუდენტებს შეუძლიათ განაცხადის წარდგენა შემდეგ სპეციალობებზე სასწავლებლად:

  • ფიზიკა
  • ჰუმანიტარული მეცნიერებები
  • გარემოს დაცვა
  • გაფართოებული თერაპია და ექსპერიმენტული ფარმაკოლოგია

კურსების ხანგრძლივობა სამ წელს შეადგენს. სწავლა 2024 წლის 1 ნოემბრიდან იწყება.
განაცხადის წარდგენის ვადაა 2024 წლის 10 ივნისის 12:00სთ (იტალიის დროით).
კურსებზე ჩარიცხვის პროცედურასთან დაკავშირებული დამატებითი ინფორმაციისთვის დააჭირეთ აქ.