ეს ვებგვერდი იყენებს ტექნიკურ (აუცილებელ) და ანალიტიკურ ქუქი-ფაილებს (Cookies).
ნავიგაციის გასაგრძელებლად დაადასტურეთ, ეთანხმებით თუ არა მათ გამოყენებას.

პაოლო პელეგრინის “საოჯახო ალბომი და საქართველო” ფესტივალზე “ქოლგა თბილისი ფოტო”

Festival Kolga-poster

იტალიის საელჩო საქართველოში აგრძელებს “ქოლგა თბილისი ფოტო” ფესტივალთან ტრადიციულ თანამშრომლობას და 23-ე ფესტივალის ფარგლებში გთავაზობთ ფოტოგამოფენას “საოჯახო ალბომი და საქართველო”, რომელიც 15 მაისს, 18:00სთ-ზე გაიხსნება. გამოფენა, რომლის გახსნას ავტორი, ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი იტალიელი ფოტორეპორტიორი, სახელგანთქმული სააგენტო Magnum-ის ფოტოგრაფი და უამრავი ჯილდოს (მათ შორის, World Press Photo Award კონკურსისა და რობერტ კაპას სახ. პრიზების) მფლობელი პაოლო პელეგრინი დაესწრება, მოიცავს ორ ფოტოპროექტს: ოჯახურ პორტრეტს, რომელიც გადმოცემულია პანდემიით გამოწვეული იზოლაციის დროს გადაღებული ფოტოსურათებით და 2009 წელს იტალიელი ფოტოგრაფის საქართველოში მოგზაურობისას გადაღებულ დოკუმენტურ ფოტოებს.
გამოფენა ღია იქნება მნახველისთვის 2 ივნისის ჩათვლით, ქართული სახვითი ხელოვნების მუზეუმში (შოთა რუსთაველის გამზ. 7).