ეს საიტი იყენებს ტექნიკურ, ანალიტიკურ და მესამე მხარის ქუქიებს.
დათვალიერების გაგრძელებით თქვენ ეთანხმებით ქუქიების გამოყენებას.

Preferences cookies

ინვესტორთა ვიზა “PROGRAMMA INVESTOR VISA FOR ITALY”

ინვესტორთა ვიზა იტალიისთვის “INVESTOR VISA FOR ITALY”,  საშუალებას აძლევს ევროკავშირის არაწევრი ქვეყნების მოქალაქეებს შევიდნენ და დარჩნენ იტალიის ტერიტორიაზე დიდი ხნის ვადით, ქვეყანაში ინვესტიციის განხორციელების სანაცვლოდ.

ინვესტორთა ვიზა იტალიისთვის გამოირჩევა შემცირებული საინვესტიციო ზღვრებითა და საცხოვრებლის მინიმალური მოთხოვნების არარსებობით, საკმარისია სერთიფიცირებული ელექტრონული ფოსტის (PEC) მისამართის მითითება.

ვიზის მფლობელები მიიღებენ ორ წლიან ბინადრობის ნებართვას ინვესტორებისთვის,   რომელიც შესაძლებელია განახლდეს შემდგომში ყოველი სამი წლის ვადით, ინვესტიციის მოქმედების მთელი ხანგრძლივობის განმავლობაში. დამატებითი ინფორმაციისთვის და განაცხადის გასაგზავნად, კანდიდატებს შეუძლიათ გაიარონ ავტორიზაცია სპეციალურ პორტალზე, რომელიც ხელმისაწვდომია შემდეგ ბმულზე: https://investorvisa.mise.gov.it/index.php/it/

იტალიის მიერ შემოთავაზებული ძირითადი საინვესტიციო შესაძლებლობების გასაცნობად,  გირჩევთ ეწვიოთ ახალ ვებსაიტს www.investinitaly.gov.it