გაცნობებთ, რომ 2024 წლის 15 აპრილიდან ამოქმედდება ონლაინ პლატფორმა prenot@mi (https://prenotami.esteri.it/) ქვემოთ ჩამოთვლილ საკონსულო სერვისებთან დაკავშირებული ვიზიტების დასაჯავშნად:
- შენგენის ვიზები
- ეროვნული ვიზები
- საბუთების ლეგალიზაცია
- თარგმანის შესაბამისობის დადასტურება
- ფისკალური კოდები
- საქართველოში მიღებული განათლების შეფასების საბუთი
იტალიის მოქალაქის სამოქალაქო აქტებთან (დაბადების მოწმობასთან, ქორწინების მოწმობასთან და სხვ.), AIRE, ETD, იტალიის მოქალაქის პასპორტთან, CIE (იტალიური ელექტრონული პირადობის მოწმობა), პენსიებსა და IMO-სთან დაკავშირებული მომსახურებისთვის, მოგვწერეთ: consolato.tbilisi@esteri.it
ყველა სხვა სახის საკონსულო მომსახურებისთვის, მოგვწერეთ: tbilisi.infocons@esteri.it