ეს საიტი იყენებს ტექნიკურ, ანალიტიკურ და მესამე მხარის ქუქიებს.
დათვალიერების გაგრძელებით თქვენ ეთანხმებით ქუქიების გამოყენებას.

Preferences cookies

იტალიური წარმოების ეროვნული დღე, რომელიც გამორჩეულ იტალიურ ნაწარმსა და კრეატიულობას ეძღვნება

made in italy LOCANDINA

ხელოსნობიდან ტექნოლოგიურ ინოვაციებამდე, ინდუსტრიული მანქანა-დანადგარებიდან ავტომატიზაციის სისტემებამდე, სოფლის მეურნეობისა და ენოგასტრონომიული პროდუქციიდან ავტომობილებამდე, მოდასა და დიზაინამდე – იტალიური ნაწარმი სტილის, გემოვნებისა და ხარისხის სიმბოლოდაა აღიარებული. კონცეფცია „Made in Italy“ („დამზადებულია იტალიაში“) ნამდვილ სავაჭრო ნიშნად იქცა, რომელიც მხოლოდ წარმომავლობაზე კი არა, თვითმყოფად და განუმეორებელ იდენტობაზეც მიუთითებს.

იტალიური წარმოების დღე, რომელიც იტალიურ კრეატიულობასა და ნაწარმს ეძღვნება, აღინიშნება 15 აპრილს – დღეს, როდესაც ლეონარდო და ვინჩი, დიდი იტალიელი მხატვარი, მეცნიერი, გამომგონებელი და ინოვატორი და კაცობრიობის ერთ-ერთი უდიდესი გენიოსი დაიბადა. ამ დღეს თბილისში, დიზაინის ინსტიტუტში გაიმართება იტალიის საელჩოს მიერ ორგანიზებული ღონისძიება, რომლის მთავარი თემა იქნება “იტალიური წარმოების, კულტურული მემკვიდრეობისა და ოსტატობის წარმოჩინება და პოპულარიზაცია“.

ღონისძიებას, რომელსაც საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის, ბიზნეს და სამეწარმეო წრეების წარმომადგენლები დაესწრებიან, იტალიის ელჩი საქართველოში მასიმილიანო დ’ანტუონო გახსნის. გაიმართება საქართველოში მომუშავე იტალიელი მეწარმეების პრეზენტაციები: დიზაინის ინსტიტუტის ლექტორი, ბრენდისა და შეფუთვის დიზაინერი იაკოპო სალერი ისაუბრებს დიზაინისა და ეტიკეტის როლზე ღვინის წარმოებაში; ვენეტოს რეგიონის მეღვინეობა Falezze-ს წარმომადგენელი დავით გუგავა სტუმრებს მევენახეობა-მეღვინეობის დარგში მიღებულ გამოცდილებას გაუზიარებს; „მასტერშეფის“ ფინალისტი დიეგო ბუტილიონე, რომელმაც ქართული სატელევიზიო აუდიტორიის სიმპათია დაიმსახურა, სტუმრებს მრავალფეროვანი იტალიური სასურსათო პროდუქციის დეგუსტაციას შესთავაზებს. გარდა ამისა, EliPlanet-ის დამფუძნებელი ლიკა კურტანიძე სტუმრებს ხმელთაშუაზღვისპირეთის დიეტასთან დაკავშირებულ ბიოლოგიურად სუფთა იტალიურ ნაწარმს გააცნობს.

ღონისძიებაზე, რომელსაც იტალიის საელჩო სხვადასხვა სპონსორების დახმარებით ახორციელებს, იტალიის სიამაყედ ქცეული საავტომობილო წარმოება და მთელ მსოფლიოში ელეგანტურობისა და ხარისხის სიმბოლოდ აღიარებული იტალიური მოდაც იქნება წარმოდგენილი: ღონისძიების სტუმრებს Alfa Romeo-ს ავტომობილების ექსპოზიცია და ცნობილი ფეხსაცმლის ბრენდი Geox-სა და 50-ზე მეტ ქვეყანაში წარმოდგენილი ისტორიული ბრენდი Replay-ს კოლექციები ელით.

#GiornatadelMadeinItaly