იტალიის საელჩო თბილისში გეგმავს, მოიძიოს საჯარო თუ კერძო კომპანიები, რომლებსაც სურთ ითანამშრომლონ საქართველოში “იტალიური ინოვაციებისა და კვლევების დღის” აღმნიშვნელი ღონისძიების ორგანიზებაში. ღონისძიება, რომელიც გაიმართება 2024 წლის 22-26 აპრილის პერიოდში, ეძღვნება იტალიასა და საქართველოს შორის სამეცნიერო და ტექნოლოგიური კუთხით თანამშრომლობის გაღრმავებასა და, ასევე, იტალიელი მეცნიერისა და მედიცინის დარგში ნობელის პრემიის ლაურეატის, რიტა ლევი-მონტალჩინის დაბადების წლისთავის აღნიშვნას.
ინტერესის გამოხატვის პროცედურა ძალიან მარტივია: საკმარისია გაეცნოთ თანამშრომლობის ან სპონსორობის შესახებ შეტყობინებებს, შეავსოთ შესაბამისი მოდულები (წინადადება დაფინანსებაზე ან წინადადება თანამშრომლობაზე) და გააგზავნოთ 2024 წლის 20 აპრილის 23:59 საათამდე (საქართველოს დროით) ელ. ფოსტის მისამართზე: primosegr.tbilisi@esteri.it.
ამავე მისამართზე შეგიძლიათ გააგზავნოთ მოთხოვნა დამატებითი ინფორმაციის მისაღებად.