ეს ვებგვერდი იყენებს ტექნიკურ (აუცილებელ) და ანალიტიკურ ქუქი-ფაილებს (Cookies).
ნავიგაციის გასაგრძელებლად დაადასტურეთ, ეთანხმებით თუ არა მათ გამოყენებას.

“იტალიური წარმოების ეროვნულ დღესთან” დაკავშირებული შეტყობინება

Giornata del Made in Italy

იტალიის საელჩო თბილისში გეგმავს, მოიძიოს საჯარო თუ კერძო კომპანიები, რომლებსაც სურთ ითანამშრომლონ საელჩოსთან “იტალიური წარმოების ეროვნულ დღესთან” დაკავშირებული ინიციატივის განხორციელებაში. ინიციატივის, რომელიც წელს პირველად ხორციელდება, ძირითადი თემა არის “იტალიური წარმოების, კულტურული მემკვიდრეობისა და ოსტატობის წარმოჩინება და პოპულარიზაცია“.
პროცედურა ძალიან მარტივია: საკმარისია გაეცნოთ შეტყობინებებს, შეავსოთ შესაბამისი მოდულები (წინადადება დაფინანსებაზე ან  წინადადება თანამშრომლობაზე) და გააგზავნოთ 2024 წლის 6 აპრილის 23:59სთ-მდე (საქართველოს დროით) ელ. ფოსტის მისამართზე: primosegr.tbilisi@esteri.it.
„იტალიური წარმოების ეროვნულ დღესთან“ დაკავშირებული ინიციატივები განხორციელდება 2024 წლის 15 აპრილს.
ამავე მისამართზე შეგიძლიათ გააგზავნოთ მოთხოვნა დამატებითი ინფორმაციის მისაღებად.