გნებავთ თქვენი კომპანიის თუ ორგანიზაციის იმიჯი და საქმიანობა წარმოაჩინოთ იტალიის ეროვნულ დღესასწაულზე, რომელიც იტალიისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი დღეა? იტალიის საელჩო გეგმავს, მოიძიოს საჯარო თუ კერძო კომპანიები, რომლებსაც სურთ დააფინანსონ საელჩო 2024 წელს ეროვნული დღესასწაულისადმი მიძღვნილი ღონისძიებების ორგანიზებაში, რომლებიც თბილისში გაიმართება.
პროცედურა ძალიან მარტივია: საკმარისია გაეცნოთ განაცხადს იტალიის ეროვნული დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებების დაფინანსებაზე, შეავსოთ დაფინანსების წინადადების მოდული და გააგზავნოთ 2024 წლის 6 მაისის 23:59 სთ-მდე (საქართველოს დროით) ელ. ფოსტის მისამართზე: primosegr.tbilisi@esteri.it