ეს ვებგვერდი იყენებს ტექნიკურ (აუცილებელ) და ანალიტიკურ ქუქი-ფაილებს (Cookies).
ნავიგაციის გასაგრძელებლად დაადასტურეთ, ეთანხმებით თუ არა მათ გამოყენებას.

INPS: უცხოეთში რეზიდენტი პენსიონერების ცოცხლად ყოფნის დადასტურების კამპანია 2024 და 2025 წლებისთვის

INPS (სოციალური უზრუნველყოფის ეროვნული ინსტიტუტი) იტყობინება, რომ დაიწყო საზღვარგარეთ მცხოვრები პენსიონერების ცოცხლად ყოფნის დადასტურების კამპანია 2024 და 2025 წლებისთვის.

გთხოვთ, იხილოთ შეტყობინება, რომელშიც დეტალურად არის მოცემული დადასტურების მთელი პროცედურა (INPS-ის 2023 წლის 16 ნოემბრის შეტყობინება N471).

გაითვალისწინეთ, რომ ცოცხლად ყოფნის დადასტურების კამპანია იყოფა ორ განსხვავებულ ეტაპად:

  • კამპანიის პირველი, 2024 წელთან დაკავშირებული ეტაპი, რომელიც დაიწყება 2024 წლის მარტის თვეში და დასრულდება 2024 წლის ივლისის თვეში, ეხება ამერიკაში, აზიის (მათ შორის, საქართველოს), შორეული აღმოსავლეთის, სკანდინავიისა და აღმოსავლეთ ევროპის და მათ მოსაზღვრე ქვეყნებში რეზიდენტ პენსიონერებს.
  • კამპანიის მეორე ეტაპი, რომელიც ჩატარდება 2024 წლის სექტემბრიდან 2025 წლის იანვრამდე, შეეხება ევროპაში, აფრიკასა და ოკეანეთის ქვეყნებში მცხოვრებ პენსიონერებს.

საბანკო ინსტიტუტი CITIBANK, 2024-2025 წლებისთვის დადასტურების პროცესს დაიწყებს პირველ ეტაპობრივ კატეგორიაში შემავალ ქვეყნებში რეზიდენტი პენსიონერებისთვის, რომელთაც დაეგზავნებათ ცოცხლად ყოფნის დადასტურებასთან დაკავშირებული განმარტებითი წერილები და ანკეტები. გთხოვთ ყურადღებით გაეცნოთ შეტყობინების სრულ ვერსიას, კერძოდ, მე-4 პუნქტს.

ის პენსიონერები, რომლებიც იმყოფებიან ფიზიკური ან ფსიქოლოგიური უძლურობის მდგომარეობაში, ცხოვრობენ სახელმწიფო თუ კერძო მოხუცთა სახლებსა ან სამედიცინო დაწესებულებებში, ასევე, პენსიონერები, რომლებსაც აქვთ პათოლოგიები, რომლებიც ხელს უშლის მათ გადაადგილებას, არიან ქმედუუნარონი ან იმყოფებიან საპატიმრო დაწესებულებებში, უნდა დაუკავშირდნენ „Citi Support Services“-ს, რომელიც უზრუნველყოფს მათი ცოცხლად ყოფნის დადასტურებას ალტერნატიული ფორმებით. აღნიშნულთან დაკავშირებით, გთხოვთ ყურადღებით გაეცნოთ შეტყობინების სრულ ვერსიას, კერძოდ, A.2 პუნქტს.

საკონსულო განყოფილებებს საშუალება ექნებათ გამოიყენონ ვიდეოზარის სერვისი, როგორც დამატებითი და არაჩანაცვლებითი მეთოდი პენსიონერთა ცოცხლად ყოფნის დადასტურების პროცესის დასრულებისათვის.