ეს ვებგვერდი იყენებს ტექნიკურ (აუცილებელ) და ანალიტიკურ ქუქი-ფაილებს (Cookies).
ნავიგაციის გასაგრძელებლად დაადასტურეთ, ეთანხმებით თუ არა მათ გამოყენებას.

საქართველო და იტალია ერთად უკეთესი კვების მრეწველობისთვის

3

სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების გაძლიერება, სოფლის მეურნეობისა და კვების მრეწველობის სფეროში იდეებისა და გამოცდილების გაზიარება, იტალიური ინოვაციების პოპულარიზაცია და ახალი საქმიანი კავშირების დამყარება – ამ თემებს მიეძღვნა იტალიის საგარეო ვაჭრობის ხელშეწყობის სააგენტოს (ICE-ITA) მიერ, საქართველოში იტალიის საელჩოსთან, იტალიურ ასოციაცია Assofoodtec/ANIMA Confindustria-სა და FederUNACOMA-სთან და საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციასთან (GEA) თანამშრომლობით ორგანიზებული ღონისძიება „საქართველო და იტალია ერთად, უკეთესი კვების მრეწველობისთვის“.

ღონისძიება გახსნა იტალიის ელჩმა საქართველოში მასიმილიანო დ’ანტუონომ, ITA-ს საქართველოს წარმომადგენლობის დირექტორმა ანდრეა მაკანიკომ და GEA-ს პრეზიდენტმა ელგუჯა მელაძემ. ღონისძიებაში, რომლის ფარგლებში გაიმართა ქართული და იტალიური სამეწარმეო ასოციაციების პრეზენტაციები და შეხვედრები “B2B” ფორმატში, მონაწილეობდნენ საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე თენგიზ ნასარიძე, საქართველოს სახელმწიფო უწყებების, საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტების (ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკისა და აზიის განვითარების ბანკის) და სოფლის მეურნეობისა და კვების მრეწველობის დარგებში მომუშავე ადგილობრივი კომპანიების წარმომადგენლები. იტალიის მხრიდან მონაწილებდნენ უმსხვილესი იტალიური კომპანიები, რომლებიც აწარმოებენ სასოფლო-სამეურნეო და სატყეო მანქანა-დანადგარებს, საბაღე ინვენტარსა და მოწყობილობებს, რძის პროდუქტებისა და ტკბილეულის წარმოებისთვის აუცილებელ და ასევე,  კვების მრეწველობისათვის საჭირო შემფუთველ მაღალტექნოლოგიურ დანადგარებს.

იტალია საქართველოსთან აქტიურად თანამშრომლობს ისეთ სტრატეგიულ დარგებში, როგორიცაა სოფლის მეურნეობა და კვების მრეწველობა“, – აღნიშნა იტალიის ელჩმა მასიმილიანო დ’ანტუონომ, – „ეს ღონისძიება ახალი თანამშრომლობის დამყარებისა და იტალიური კომპანიების ქართულ ბაზარზე წარმოჩინების კიდევ ერთი შესანიშნავი შესაძლებლობაა“.