ეს საიტი იყენებს ტექნიკურ, ანალიტიკურ და მესამე მხარის ქუქიებს.
დათვალიერების გაგრძელებით თქვენ ეთანხმებით ქუქიების გამოყენებას.

Preferences cookies

იტალიური ენისა და კულტურის საზაფხულო კურსები გარნიანოში

Gargnano Palazzo Feltrinelli

მილანის უნივერსიტეტის ლინგვისტიკის ცენტრი SLAM ატარებს იტალიური ენისა და კულტურის საზაფხულო კურსებს, რომლებიც გაიმართება 2024 წლის ივლისისა და აგვისტოს თვეებში ქ. გარნიანოში (გარდას ტბაზე). კურსების ხანგრძლივობა 3 კვირას (90 საათს) შეადგენს.
კურსებზე სწავლის მსურველი იტალიისა და სხვა ქვეყნების მოქალაქეებისათვის გამოყოფილია 64 ადგილი. სწავლის მსურველთა ასაკი 18-40 წელია. გარდა ამისა, აუცილებელია იტალიური ენის ცოდნა, სულ მცირე, B1 დონეზე. კურსებზე სწავლის საფასური იცვლება წარმომავლობის ქვეყნის მიხედვით.
განაცხადების წარდგენა შესაძლებელია ონლაინ რეჟიმში, არაუგვიანეს 2024 წლის 8 აპრილის 12:00სთ-მდე (იტალიური დროით).
იტალიურ ენაზე დეტალური ინფორმაციისთვის დააჭირეთ აქ.
ინგლისურ ენაზე დეტალური ინფორმაციისთვის დააჭირეთ აქ.