ეს საიტი იყენებს ტექნიკურ, ანალიტიკურ და მესამე მხარის ქუქიებს.
დათვალიერების გაგრძელებით თქვენ ეთანხმებით ქუქიების გამოყენებას.

Preferences cookies

“იტალიური დიზაინის დღესთან 2024” დაკავშირებული შეტყობინება

IDD

იტალიის საელჩო თბილისში გეგმავს, მოიძიოს საჯარო თუ კერძო კომპანიები, რომლებსაც სურთ ითანამშრომლონ საელჩოსთან იტალიური დიზაინის დღესთან დაკავშირებული ინიციატივის განხორციელებაში. ინიციატივა “იტალიური დიზაინის დღე 2024” მიზნად ისახავს არქიტექტურის, დიზაინისა და რესტავრაციის დარგებში იტალიური მიღწევების პოპულარიზაციას.

წლევანდელი გამოცემის ძირითადი თემა არის “ღირებულების წარმოება – ინკლუზიურობა, ინოვაცია და მდგრადობა“.
პროცედურა ძალიან მარტივია: საკმარისია გაეცნოთ განაცხადს, შეავსოთ შესაბამისი თანხმობის ფორმა და გააგზავნოთ 2024 წლის 6 მარტის 23:59სთ-მდე (საქართველოს დროით) ელ. ფოსტის მისამართზე: primosegr.tbilisi@esteri.it.

დიზაინის დღესთან დაკავშირებული ინიციატივები განხორციელდება 2024 წლის 14-23 მარტს.

ამავე მისამართზე შეგიძლიათ გააგზავნოთ მოთხოვნა დამატებითი ინფორმაციის მისაღებად.