ეს ვებგვერდი იყენებს ტექნიკურ (აუცილებელ) და ანალიტიკურ ქუქი-ფაილებს (Cookies).
ნავიგაციის გასაგრძელებლად დაადასტურეთ, ეთანხმებით თუ არა მათ გამოყენებას.

იტალიის საელჩო არჩევს სპონსორებს კულტურული საქმიანობისთვის

BANNER

გინდათ, მხარი დაუჭიროთ კონცერტს, გამოფენას ან სპექტაკლს, რომლის მთავარი გმირები იტალიური კულტურა და იტალიასა და საქართველოს შორის კავშირებია? გინდათ, მაღალი დონის კულტურული პროგრამის მეშვეობით, წარმოაჩინოთ თქვენი კომპანია ან ორგანიზაცია საქართველოში – ქვეყანაში, რომელსაც იტალიასთან მჭიდრო მეგობრობა აკავშირებს და რომელიც ევროპისა და აზიის მნიშვნელოვან სტრატეგიულ გზასაყარს წარმოადგენს? საქართველოში იტალიის საელჩოს მიერ 2024 წლისთვის დაგეგმილ კულტურულ საქმიანობაში თქვენი წვლილის შეტანისთვის, საკმარისია, 2024 წლის 14 მარტამდე გამოგვიგზავნოთ წერილი ელ.ფოსტის მისამართზე commerciale.tbilisi@esteri.it და შეძლებთ, მონაწილეობა მიიღოთ სპონსორების შესარჩევ კონკურსში.

გათვალისწინებულია სპონსორის ოთხი კატეგორია: ბრინჯაოს, ვერცხლის, ოქროს და პლატინის სპონსორები. სხვადასხვა კატეგორიებისთვის გათვალისწინებული უპირატესობები და წესები დეტალურად არის მოცემული განაცხადში სპონსორების შესარჩევი პროცედურის შესახებ, რომელიც ქვეყნდება დაფინანსების წინადადების მოდულთან ერთად. სპონსორების ლოგოები ამ ვებგვერდზე იქნება განთავსებული. კულტურული საქმიანობის მხარდამჭერების მონაწილეობა ფართოდ იქნება გაშუქებული და ნახსენები სხვადასხვა ღონისძიებებთან დაკავშირებულ კომუნიკაციებში. ღონისძიებებზე სპონსორებს ექნებათ განსაკუთრებული სტუმრებისთვის განკუთვნილი ადგილები და შეძლებენ საკუთარ სარეკლამო კამპანიებში გააჟღერონ, რომ არიან “საქართველოში იტალიის საელჩოს 2024 წლის კულტურული საქმიანობის სპონსორები”.

საელჩო გეგმავს კულტურის ხელშეწყობა ურთიერთკავშირებისა და ეკონომიკური განვითარების ინსტრუმენტად აქციოს. 2011 წლიდან, სპონსორიზაციის გეგმა გამოირჩევა სპონსორების შერჩევის გამჭვირვალობითა და ეფექტურობით, სპონსორების წვლილის სათანადო გაშუქებითა და მაღალი დონის ღონისძიებებით.

დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით ელ.ფოსტის მისამართზე: commerciale.tbilisi@esteri.it