აღმოსავლეთ პიემონტეს უნივერსიტეტი, მიგელ ჰერნანდესის სახ. ელჩეს უნივერსიტეტსა (ესპანეთი) და ნამურის უნივერსიტეტთან (ბელგია) ერთად, აცხადებს მიღებას დერმატოლოგიური ფარმაციის, სამედიცინო აღჭურვილობისა და კოსმეტოლოგიის სამაგისტრო პროგრამაზე (ინგლისურ ენაზე).
პროგრამა EMOTION ხორციელდება ერაზმუს მუნდუსის ერთობლივი სამაგისტრო პროგრამების (EMJM) ფარგლებში და ითვალისწინებს ევროკავშირის მიერ ევროკავშირის წევრი და არაწევრი ქვეყნების სტუდენტებისთვის შეთავაზებულ 18 სასწავლო სტიპენდიას, რომელიც მოიცავს სწავლის საფასურსა და საკუთრივ სტიპენდიას თვიურად 1400 ევროს ოდენობით ორწლიანი სამაგისტრო კურსის განმავლობაში. გარდა ამისა, გამოყოფილია 7 ადგილი სწავლის მსურველთათვის სტიპენდიის მოთხოვნის გარეშე და, ასევე, შესაძლებელია კურსზე ჩარიცხვა სწავლის საფასურის გადახდის შემდგომ (სწავლის ღირებულება წლიურად 4.500 ევროს შეადგენს).
დეტალური ინფორმაციისთვის დააჭირეთ აქ.
თვალყური ადევნეთ ჩვენს სოც. ქსელებს (Facebook, Twitter, Instagram).