ეს საიტი იყენებს ტექნიკურ, ანალიტიკურ და მესამე მხარის ქუქიებს.
დათვალიერების გაგრძელებით თქვენ ეთანხმებით ქუქიების გამოყენებას.

Preferences cookies

ბოლონიის უნივერსიტეტი: პროგრამა “ერაზმუს მუნდუსის” სასწავლო სტიპენდიები

Erasmus+

ევროპულ ლიტერატურაში სამაგისტრო პროგრამაზე სწავლის კურსი ჩართულია პროგრამაში “Erasmus + Erasmus Mundus Joint Master Degrees”, რომელიც გასცემს სტიპენდიებს საუკეთესო სტუდენტებისთვის მთელი მსოფლიოდან. ევროპული და არაევროპული ქვეყნების უნივერსიტეტების კონსორციუმის მიერ ორგანიზებული სასწავლო კურსის მიზანია, ხელი შეუწყოს კულტურებს შორის ურთიერთგაგებასა და აკადემიური ხარისხის ამაღლებას.
კურსის ხანგრძლივობა ორ წელს შეადგენს და სწავლების ენა სტუდენტის მიერ შერჩეული უნივერსიტეტის მიხედვით იცვლება. ორწლიანი პერიოდის დასრულების შემდგომ, სტუდენტს შესაძლებლობა ექნება, მიიღოს კონსორციუმის წევრი იმ უნივერსიტეტების მიერ გაცემული ორი ან სამი დიპლომი, სადაც მან, სულ მცირე, ერთი სემესტრის განმავლობაში ისწავლა.
სწავლის მსურველებს უნდა გააჩნდეთ საუკეთესო აკადემიური მაჩვენებლები, დიპლომი ევროპულ ლიტერატურაში სამაგისტრო პროგრამის შესაბამის დისციპლინებში (ლიტერატურა, ისტორია, ხელოვნება, ენები). გარდა ამისა, აუცილებელია ინგლისური ენისა (სულ მცირე, B1 დონეზე) და შერჩეულ უნივერსიტეტში სწავლების ენის (სულ მცირე, B2 დონეზე) ცოდნა.
განაცხადების წარდგენის ბოლო ვადაა 2024 წლის 5 მარტი.
დეტალური ინფორმაციისთვის დააჭირეთ აქ.