ეს საიტი იყენებს ტექნიკურ, ანალიტიკურ და მესამე მხარის ქუქიებს.
დათვალიერების გაგრძელებით თქვენ ეთანხმებით ქუქიების გამოყენებას.

Preferences cookies

სწავლის შესაძლებლობა: ბრეშას უნივერსიტეტის მიერ გამოყოფილი სტიპენდიები

Logo Uni Brescia

ბრეშას უნივერსიტეტი გამოყოფს 14 სასწავლო სტიპენდიას იმ საერთაშორისო სტუდენტებისთვის, რომლებსაც სურთ 2024/2025 აკადემიურ წელს სწავლა გააგრძელონ სამაგისტრო პროგრამის შემდეგ ინგლისურენოვან კურსებზე:
საკომუნიკაციო ტექნოლოგიები და მულტიმედია;
სამოქალაქო და გარემოსდაცვითი ინჟინერია;
მენეჯმენტი (საერთაშორისო ბიზნესი ან მწვანე ეკონომიკა და ეკოლოგიური მდგრადობა);
ანალიზი და მონაცემთა მეცნიერება.
სასწავლო სტიპენდია წლიურად დაუბეგრავ 4.800 ევროს შეადგენს.
განაცხადის გაგზავნა შესაძლებელია 2024 წლის 15 თებერვლის 12:00 სთ-მდე (იტალიური დროით) ონლაინ, ბმულზე: https://pica.cineca.it/unibs/ammissionelaurea2024/
იტალიურ ენაზე კონკურსის პირობების სანახავად დააჭირეთ აქ.
ინგლისურ ენაზე კონკურსის პირობების სანახავად დააჭირეთ აქ.