ეს ვებგვერდი იყენებს ტექნიკურ (აუცილებელ) და ანალიტიკურ ქუქი-ფაილებს (Cookies).
ნავიგაციის გასაგრძელებლად დაადასტურეთ, ეთანხმებით თუ არა მათ გამოყენებას.

საბანკეტო ჭურჭლის ნაკრები: ბრინჯაო და ბუკერო

ძვ.წ. VII  საუკუნის  დასასრულიდან  სამარხებში  ჩნდება  ახალი  ტიპის  ჭურჭელი, რომელსაც  ეტრურიის  მმართველი არისტოკრატიული ფენა ნადიმებზე იყენებდა. ესენია ამფორები, დოქები, ბრინჯაოსა და ბუკეროს თასები. ძვ. წ. VI საუკუნიდან ასევე დიდი რაოდენობით იწარმოება დაკრძალვის რიტუალთან დაკავშირებული ბრინჯაოს მაღალმხატვრული ნაკეთობები, რომლებიც სერვიზად ერთიანდებოდა და დაკრძალვის შემდგომ ბანკეტებზე იხმარებოდა. მაგ. ასეთებია: ღვინის დოქი (oinochoia) და მისი თანმხლები თასი; ღვინის წარმოებასთან დაკავშირებული ჭურჭელი: სახელურიანი სიტულა, მცირე ზომის ტოლჩა და დახვეწილი ფორმის ღვინის ჩამჩა.

სახეხი მიუთითებს იმაზე, რომ ღვინოში წყალს, ყველსა და სუნელებს ურევდნენ. კაუჭებიანი ნაკეთობა, რომელიც ეტრუსკებისთვისაა დამახასიათებელი, გამოიყენებოდა სანათის სადგამად.

სუფრის ჭურჭელი ძირითადად მზადდებოდა ბუკეროსგან – შავად გამომწვარი თიხისგან. ჭურჭლის კედლები თავდაპირველად ძალიან თხელი იყო (ე.წ. „თხელი ბუკერო“) და მოგვიანებით თანდათან    გასქელდა.

ე.წ. „მძიმე ბუკეროს“ წარმოებაში კიუზის რეგიონს მნიშვნელოვანი ადგილი ეჭირა. მისი წარმოება ფორმების სიმრავლით გამოირჩეოდა და აერთიანებდა ბანკეტისთვის საჭირო ყველა სახის ჭურჭელს. ბუკეროს ჭურჭელი აუცილებლად შედიოდა სერვიზებში ბევრ სხვადასხვა სახის ნივთთან ერთად, რომლებზეც ორნამენტები ყალიბში ან ცილინდრული საბეჭდავის მეშვეობით გამოჰყავდათ.