Questo sito usa cookie per fornirti un'esperienza migliore. Proseguendo la navigazione accetti l'utilizzo dei cookie da parte nostra OK

Visti

 

Visti

ვიზები

იტალიის საელჩოს საკონსულო განყოფილებაში ვიზაზე განაცხადის წარსადგენად აუცილებელია ფლობდეთ საქართველოს ბინადრობის მოწმობას, რომლის მოქმედების ვადაც სცილდება შენგენის ზონის დატოვების დაგეგმილ თარიღს.

სავიზო განაცხადები მიიღება მხოლოდ წინასწარ დაჯავშნული ვიზიტის დროს, რომელიც შესაძლებელია მოითხოვოთ ელექტრონული ფოსტის მეშვეობით, მისამართზე: tbilisi.infocons@esteri.it , სახელის, გვარის, ტელეფონის ნომრის, მოგზაურობის მიზნისა და პერიოდის მითითებით.

რეკომენდირებულია ვიზიტის დაჯავშნა მოითხოვოთ წინასწარ, გამგზავრების სავარაუდო თარიღამდე გარკვეულო დროით ადრე,  გაითვალისწინოთ ვიზიტის მოლოდინის ვადები, ასევე ვიზის განაცხადის დამუშავების  ვადა, რომელიც ვიზიტის დღიდან დაახლოებით ორ კვირას შეადგენს.

 იტალიის საგარეო საქმეთა და საერთაშორისო თანამშრომლობის სამინისტროს მონაცემთა ბაზაში“  ხელმისაწვდომია დეტალური ინფორმაცია ვიზის ტიპოლოგიებთან, ღირებულებასა და წარსადგენ დოკუმენტაციასთან დაკავშირებით.

სავიზო მოსაკრებლის ოდენობა იცვლება ვიზის ტიპოლოგიიდან გამომდინარე. გადახდა შესაძლებელია მხოლოდ ლარში, ნაღდი ანგარიშსწორებით ან ბარათით (American Express-ით გადახდა არ მიიღება).

სავიზო მოსაკრებელი არ ბრუნდება, გარდა განაცხადის დაუშვებლობის ან მის დამუშავებაზე არაკომპეტენტურობის შემთხვევებისა.

იტალიის საელჩოს ვებგვერდის სექციაში „ანკეტები“  შესაძლებელია ძირითადი საკონსულო და სავიზო პროცედურების დამუშავებისთვის აუცილებელი ანკეტების ჩამოტვირთვა, რომლებიც ხელმისაწვდომია ასევე ქართულ ენაზეც.

 სავიზო განყოფილების საკონტაქტო ინფორმაცია:
- საელჩოს კომუტატორი: +995 32 2996418

სავიზო განყოფილებასთან დაკავშირება შესაძლებელია ორშაბათიდან პარასკევამდე, 14:00 საათიდან 15:00 საათამდე (საქართველოს დროით). ამასთან გაცნობებთ, რომ უპირატესობა მიენიჭება ელექტრონული ფოსტით გამოგზავნილ თხოვნასა თუ ინფორმაციას.
- ელ. ფოსტა: visti.tbilisi@esteri.it; tbilisi.infocons@esteri.it

ვიზიტორთა მიღების დღეები და საათები:

ორშაბათი-სამშაბათი-ხუთშაბათი

09:30 საათიდან 12:30 საათამდე და 15:00 საათიდან 16:00 საათამდე.

ოთხშაბათი-პარასკევი

09:30 საათიდან 12:30 საათამდე

შენიშვნა: 

სხვადასხვა სახის დაპირებები ან დამატებითი თანხების მოთხოვნა ვიზის მიღების 

გამარტივების სანაცვლოდ, წარმოადგენს სერიოზულ კანონდარღვევას და ისჯება კანონით. იმ შემთხვევაში, თუ ადგილი ექნება მსგავსი სახის შემთხვევებს, ან ზეგავლენის მცდელობას ვიზის მისაღებად (ან ვიზიტის თარიღის დასანიშნად), აუცილებელია დაუყოვნებლივ ეცნობოს იტალიის საელჩოს საკონსულო განყოფილებას.      


78