ეს საიტი იყენებს ტექნიკურ, ანალიტიკურ და მესამე მხარის ქუქიებს.
დათვალიერების გაგრძელებით თქვენ ეთანხმებით ქუქიების გამოყენებას.

Preferences cookies

საკონსულო მომსახურება და ვიზები

2024 წლის 15 აპრილიდან მოქმედი იქნება ონლაინ პლატფორმა prenot@mi (https://prenotami.esteri.it/) ქვემოთ ჩამოთვლილ საკონსულო სერვისებთან დაკავშირებული ვიზიტების დასაჯავშნად:

  • შენგენის ვიზები
  • ეროვნული ვიზები
  • საბუთების ლეგალიზაცია
  • თარგმანის შესაბამისობის დადასტურება
  • ფისკალური კოდები
  • საქართველოში მიღებული განათლების შეფასების საბუთი

იტალიის მოქალაქის სამოქალაქო აქტებთან (დაბადების მოწმობასთან, ქორწინების მოწმობასთან და სხვ.) AIRE, ETD, იტალიის მოქალაქის პასპორტთან, CIE (იტალიური ელექტრონული პირადობის მოწმობა), პენსიებსა და IMO-სთან დაკავშირებული მომსახურებისთვის, მოგვწერეთ: consolato.tbilisi@esteri.it

ყველა სხვა ტიპის საკონსულო მომსახურებისთვის, მოგვწერეთ: tbilisi.infocons@esteri.it

 

მნიშვნელოვანი შეტყობინება: ქართული უწყებების განკარგულებები აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის სეპარატისტულ რეგიონებში უცხო ქვეყნის მოქალაქეების შესვლისა და სამეწარმეო საქმიანობის განხორციელების შეზღუდვებთან დაკავშირებით

საქართველოში უვიზოდ შემოსვლა იტალიის მოქალაქეებისათვის

ფარმაცევტულ საშუალებებთან დაკავშირებული ნორმატივა

საკონსულო მომსახურებასთან დაკავშირებული საჯარო ინფორმაციის მისაღებად იხილეთ საგარეო საქმეთა და საერთაშორისო თანამშრომლობის სამინისტროს ბმული.

ლეგალიზაციასა და საქართველოში გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტების იტალიაში აღიარების შესახებ ცნობასთან დაკავშირებული დეტალური ინფორმაცია იხილეთ ჩვენი ვებგვერდის შესაბამის ბმულზე.

საქართველოში მოგზაურობის მსურველ უცხოეთის მოქალაქეებისათვის სასარგებლო ინფორმაცია, ინგლისურ ენაზე, განთავსებულია ვებგვერდზე.

არასრულწლოვანი პირები: ინდივიდუალური პასპორტი საზღვარგარეთ მოგზაურობისათვის

14 წლის ასაკის არასრულწლოვანი მოქალაქეების თანხლებასთან დაკავშირებული ახალი განკარგულებები


საკონსულო განყოფილების მუშაობის განრიგი:

ორშაბათი-სამშაბათი-ხუთშაბათი
09:30 საათიდან 12:30 საათამდე და 15:00 საათიდან 16:00 საათამდე.
ოთხშაბათი-პარასკევი
09:30 საათიდან 12:30 საათამდე

საკონსულო განყოფილებასთან ტელეფონით დაკავშირება შესაძლებელია ყოველდღე, ორშაბათიდან პარასკევამდე 14:00 სთ-დან 15:00 სთ-მდე.
სავიზო განაცხადები მიიღება მხოლოდ წინასწარ დაჯავშნული ვიზიტის დროს, რომელიც შესაძლებელია მოითხოვოთ ელექტრონული ფოსტის მეშვეობით, მისამართზე: tbilisi.infocons@esteri.it , სახელის, გვარის, ტელეფონის ნომრის, მოგზაურობის მიზნისა და პერიოდის მითითებით.

მხოლოდ და მხოლოდ საგანგებო სიტუაციების დროის იხილეთ ჩვენი ვებგვერდის შესაბამისი ბმული.

კონტაქტი:

ტელეფონი: (00995 32) 2996418 (კომუტატორი)
ფაქსი: (00995 32) 2921854
ელ.ფოსტა: consolato.tbilisi@esteri.it

ანკეტები

ანკეტები იხილეთ ჩვენი ვებგვერდის ბმულზე:

მთარმგნელობითი მომსახურება:

მთარგმნელებისა და თარჯიმნების სიის სანახავად იხილეთ ბმული “პროფესიონალი თარჯიმნები” (იტალიის საელჩო თბილისში აზუსტებს, რომ საელჩო თარჯიმნების ნაშრომზე არ არის პასუხისმგებელი და აცხადებს, რომ მოცემულ სიას არ მიიჩნევს ამომწურავად).

სამედიცინო მომსახურება:

MediClub Georgia
ტაშკენტის ქ. 22, თბილისი
ტელ. +995 32 2251991/ +995 32 2250911/ +995 32 2251948 (24 საათიანი მომსახურება)
გადაუდებელი დახმარება (24 საათიანი მომსახურება): +995 599 581 991

Imss
ბახტრიონის ქ. 10ა, თბილისი
ტელ. +995 599 266669 / +995 599 100311 (24 საათიანი მომსახურება)
გადაუდებელი დახმარება (24 საათიანი მომსახურება): +995 599 100311

კურაციო
სულხან ცინცაძის ქ. 16, თბილისი
ტელ. +995 32 2430101 (9:00სთ-დან 17:00სთ-მდე, კვირადღის გარდა)
გადაუდებელი დახმარება (24 საათიანი მომსახურება): 2901/ 901 111

მედექსი
ფალიაშვილის ქ. 17, თბილისი
ტელ. +995 32 2913045 / +995 32 2913046 (ორშაბათი-პარასკევი: 10:00სთ-დან 20:00სთ-მდე; შაბათ-კვირა: 10:00სთ-დან 15:00სთ-მდე)

დავით ტატიშვილის სამედიცინო ცენტრი
აბულაძის ქ. 8, თბილისი
ტელ. +995 32 2913119 / +995 32 2913242 (9:00სთ-დან 18:00სთ-მდე)

ინტერკლინიკა
ბაზალეთის ქ. 7, თბილისი
ტელ. +995 32 2221131 (ორშაბათი-პარასკევი: 9:00სთ-დან 17:00სთ-მდე; შაბათი: 9:00სთ-დან 15:00სთ-მდე)

შეტყობინება: სუროგაციული ფეხმძიმობა

ვებგვერდი “Dove siamo nel mondo”

საგარეო საქმეთა და საერთაშორისო თანამშრომლობის სამინისტრო, ვებგვერდის “Dove siamo nel mondo” მეშვეობით, იტალიის მოქალაქეებს შესაძლებლობას აძლევს, შეატყობინონ უცხოეთში ყოფნის შესახებ და დატოვონ ტელეფონის ნომერი, საგანგებო სიტუაციაში დაკავშირებისათვის.