Questo sito usa cookie per fornirti un'esperienza migliore. Proseguendo la navigazione accetti l'utilizzo dei cookie da parte nostra OK

იტალიურ-ქართული ბიზნეს-ფორუმი 2017

 

იტალიურ-ქართული ბიზნეს-ფორუმი 2017

 ono5846


სავაჭრო და ეკონომიკური კავშირების გაძლიერება, საქართველოში ინვესტირებითა და ბიზნესის წარმართვით დაინტერესებული იტალიური კომპანიებისათვის აქ არსებული ბიზნესგარემოსა და შესაძლებლობების გაცნობა, კონკრეტული პროექტებისა და პერსპექტიული თანამშრომლობისაკენ მიმართული პროგრამების შეთავაზება, "B2B" ფორმატის შეხვედრები - იტალიურ-ქართული ბიზნეს-ფორუმის მთავარ მიზანს წარმოადგენს, რომელიც 2017 წლის 8 მარტს, ქ. რომში, იტალიის საგარეო საქმეთა და საერთაშორისო თანამშრომლობის სამინისტროში გაიმართება.
იტალიური ნაწარმი ქართველ ბიზნესმენებსა და მომხმარებელს შორის დიდი ნდობით სარგებლობს (მართლაც, იტალია საქართველოს რიგით მეოთხე სავაჭრო პარტნიორია ევროპის ქვეყნებს შორის). "ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ" და "საქართველოსა და ევროკავშირს შორის ასოცირების შესახებ" შეთანხმებების წყალობით, თბილისის ინტერესი იტალიისადმი, როგორც ევროპაში რიგით მეორე ინდუსტრიული ქვეყნისადმი, კიდევ უფრო გაძლიერდა.
ფორუმში, რომლის მიზანია თანამშრომლობით დაინტერესებული იტალიური კომპანიების შესაძლო ქართველ პარტიორებთან შეხვედრა, მონაწილეობას მიიღებს დელეგაცია საქართველოს პრემიერ-მინისტრის გიორგი კვირიკაშვილის ხელმძღვანელობით. 70-მდე ქართული კომპანიების წარმომადგენლების გარდა, დელეგაციის შემადგენლობაშია საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი, საქართველოს მთავრობისა და სხვადასხვა სამთავრობო სააგენტოებისა და ფონდების და, ასევე, საერთაშორისო ფინანსური ორგანიზაციების (მათ შორის, EBRD) წარმომადგენლები.
პრეზენტაციებისა და "B2B" ფორმატში გამართული შეხვედრების მთავარი თემაა ტურიზმის, ინფრასტრუქტურისა და მრეწველობის დარგები (მათ შორის, სოფლის მეურნეობისა და სურსათის, საფეიქრო და მანქანა-დანადგარების წარმოება). იტალიური მხრიდან, კერძო კომპანიებთან ერთად, წარმოდგენილი იქნება ორგანიზაციები, რომელთა საქმიანობის მთავარი მიზანი ბიზნესის ინტერნალიზაციის ხელშეწყობაა, მათ შორის, Confindustria, ICE, SACE, SIMEST, Unioncamere და სხვა.
ბიზნეს-ფორუმის ფარგლებში ხელი მოეწერება შეთანხმების მემორანდუმს იტალიის სავაჭრო პალატების გაერთიანებასა (Unioncamere) და საქართველოს სავაჭრო და სამრეწველო პალატას შორის (GCCI) და, ასევე, შეთანხმების მემორანდუმს ექსპორტის ხელშეწყობის იტალიურ სააგენტოსა (SACE) და საქართველოს საპარტნიორო ფონდს შორის.
ბიზნეს-ფორუმში მონაწილეობა უფასოა, თუმცა აუცილებელია დარეგისტრირება 2017 წლის 1 მარტამდე. რეგისტრაციისთვის დააჭირეთ აქ:



სტატიები და სიუჟეტები:


Caucasus Business Week - სტატია, 25.01.2017
Business Time - ელჩის ინტერვიუ, 06.02.2017
ტვ მაესტრო - გადაცემა "ბიზნესკონტაქტი", 09.02.2017
AISE - სტატია, 10.02.2017
Assolombarda Confindustria Milano Monza e Brianza - სტატია
ევროპის განვითარებისა და რეკონსტრუქციის ბანკი (EBRD) - სტატია
Legacoop - სტატია
Camera di Commercio Roma - სტატია
Venetonews - სტატია, 15.02.2017
ტვ პირველი - გადაცემა "ბიზნესკონტრაქტი", 16.02.2017
Business Time - სტატია, 20.02.2017
The Messenger - სტატია, 23.02.2017
ვერსია - ელჩის ინტერვიუ
The Financial - ელჩის ინტერვიუ, 27.02.2017
The Financial - ელჩის ინტერვიუ, 28.02.2017 (ვებგვერდი)
იტალიის ელჩის ინტერვიუ (ვიდეო)
AISE - სტატია, 06.03.2017
იტალიის საგარეო საქმეთა და საერთაშორისო თანამშრომლობის სამინისტრო - პრეს რელიზი, 08.03.2017
Agenda.Ge – I სტატია, 08.03.2017
Agenda.Ge – II სტატია, 08.03.2017
Agenda.Ge – III სტატია, 08.03.2017
Agenzia Stampa Italia – სტატია, 08.03.2017

Comunicazioneinform - სტატია, 08.03.2017
Askanews - სტატია, 08.03.2017
9 Colonne - სტატია, 08.03.2017
ტვ საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებელი, 1 არხი – რეპორტაჟი (I), 08.03.2017
ტვ საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებელი, 1 არხი – რეპორტაჟი (II), 08.03.2017
ტვ რუსთავი 2 – რეპორტაჟი, 08.03.2017
საქართველოს მთავრობა – I პრეს რელიზი, 08.03.2017
საქართველოს მთავრობა – II პრეს რელიზი, 08.03.2017
საქართველოს მთავრობა – III პრეს რელიზი, 08.03.2017
საქართველოს მთავრობა – IV პრეს რელიზი, 08.03.2017
საქართველოს მთავრობა – V პრეს რელიზი, 08.03.2017
საქართველოს მთავრობა – VI პრეს რელიზი, 08.03.2017
მედიანიუსი - სტატია, 08.03.2017
Sputnik-Georgia – სტატია, 08.03.2017
Business Contract – სტატია, 08.03.2017
ANSA – სტატია, 08.03.2017
იტალიის რესპუბლიკის სენატი – ვიზიტის ამსახველი ფოტოარქივი, 08.03.2017
ტვ იმედი – რეპორტაჟი, 08.03.2017
Agenzia Nova – სტატია, 08.03.2017
Pars Today – სტატია, 09.03.2017
Commersant.Ge - სტატია, 09.03.2017
Marshalpress – სტატია, 09.03.2017
Georgia Today - სტატია, 09.03.2017
Regioni.it – სტატია, 09.03.2017
La Repubblica – სტატია, 09.03.2017
ტვ რუსთავი 2 – რეპორტაჟი, 09.03.2017
ტვ საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებელი, 1 არხი – გადაცემა „ეკონომეტრი“, 09.03.2017
Civil.Ge – სტატია, 09.03.2017
MAECI - ვიდეო, 09.03.2017
Internationalia - ელჩის ანტონიო ენრიკო ბარტოლის ინტერვიუ, 03.2017
Internationalia - ელჩის კარლო სიხარულიძის ინტერვიუ, 03.2017
Internationalia - ICE ბაქოს ოფისის დირექტორის ლუიჯი დ'აპრეას ინტერვიუ, 03.2017
Business Time Georgia - იტალიის ელჩის ინტერვიუ, N12-01, 03.2017


ადგილი:

Tbilisi

891