ტუშას უნივერსიტეტის მიერ გამოყოფილი სასწავლო სტიპენდიები
განაცხადების წარდგენის ვადა: 2023 წლის 7 მაისი
2023/2024 აკადემიური წლისთვის ტუშას უნივერსიტეტი (ქ. ვიტერბო) საერთაშორისო სტუდენტებს საბაკალავრო პროგრამის კურსებზე სწავლისათვის 15 სტიპენდიას სთავაზობს.
კონკურსის პირობები და დამატებითი ინფორმაცია ხელმისაწვდომია აქ.
კურსების შესახებ დეტალური ინფორმაცია ხელმისაწვდომია აქ.
სტიპენდიები მილანის ლა სკალას თეატრის აკადემიაში სწავლისთვის
იტალიის საგარეო საქმეთა და საერთაშორისო თანამშრომლობის სამინისტრო, ლა სკალას თეატრის აკადემიასთან მრავალწლიანი თანამშრომლობის საფუძველზე, გასცემს 10 სტიპენდიას ახალგაზრდა უცხოელი მომღერლებისათვის ვოკალისტების დახელოვნების კურსზე სასწავლებლად.
სტიპენდია, რომლის ხანგრძლივობა 9 თვეს, ხოლო ოდენობა თვიურად 900 ევროს შეადგენს, გაიცემა 2023-2024 აკადემიური წლისთვის, 2024 წლის 1 იანვრიდან 2024 წლის 30 სექტემბრამდე (შემდგომში შესაძლებელია სტიპენდიის გაგრძელება 2024-2025 წლისათვის, 2025 წლის 1 იანვრიდან 2025 წლის 30 სექტემბრამდე).
განაცხადის წარდგენა შესაძლებელია არაუგვიანეს 2023 წლის 19 მაისამდე.
დეტალური ინფორმაციისთვის იტალიურ ენაზე დააჭირეთ აქ.
დეტალური ინფორმაციისთვის ინგლისურ ენაზე დააჭირეთ აქ.