Questo sito usa cookie per fornirti un'esperienza migliore. Proseguendo la navigazione accetti l'utilizzo dei cookie da parte nostra OK

სხვა შესაძლებლობები

 

სხვა შესაძლებლობები

კონსორციუმი ICoN-ის მიერ ორგანიზებული ღია კარის დღე იტალიური ენისა და კულტურის კურსზე სწავლის მსურველებისთვის

კონსორციუმი ICoN, რომელიც შეიქმნა იტალიური ენისა და კულტურის ინტერნეტის მეშვეობით პოპულარიზაციის მიზნით და მასში 14 იტალიური უნივერსიტეტია გაერთიანებული, აწყობს ღია კარის დღეს, სადაც უცხოელ სტუდენტებსა და უცხოეთში მცხოვრებ იტალიელ სტუდენტებს გააცნობს იტალიური ენისა და კულტურის კურსზე სწავლის პირობებს. ღია კარის დღე გაიმართება 23 მაისს, 15სთ-ზე (იტალიის დროით).
კურსის შესახებ დეტალური ინფორმაციისთვის დააჭირეთ აქ.

 

 

ამედეო ავოგადროს სახელობის აღმოსავლეთ პიემონტეს უნივერსიტეტი (UPO)

პოლიტიკური და სოციალური მეცნიერებები, ბიოლოგია და ინფორმატიკა, ფიზიკა და ქიმია, პოლიტიკური დოქტრინები და ზოგადი სოციოლოგია - ამედეო ავოგადროს სახ. აღმოსავლეთ პიემონტეს უნივერსიტეტი სწავლის მსურველებს მასტერისა და დოქტორანტურის უამრავ კურსსა თუ პროგრამას სთავაზობს. ეს უნივერსიტეტი 19 საერთაშორისო პროექტის მონაწილე და მეცნიერებისა და ტექნოლოგიების მოწინავე სასწავლო ცენტრია (იტალიაში პირველ ადგილზეა სხვადასხვა სასწავლო დისციპლინაში წარმატებული კვლევების თვალსაზრისით და მეორე ადგილზე - ექსპერიმენტულ და კლინიკურ მედიცინაში სამეცნიერო კვლევების თვალსაზრისით). უნივერსიტეტის შვიდი დეპარტამენტისა და სამედიცინო სკოლის ლაბორატორიები აღჭურვილია თანამედროვე დანადგარებითა და ინვენტარით.
1998 წელს დაარსებული აღმოსავლეთ პიემონტეს უნივერსიტეტის ძირითადი ფილიალები ალესანდრიაში, ნოვარასა და ვერჩელიში მდებარეობს, გარდა ამისა, სასწავლებელი წარმოდგენილია პიემონტესა და ვალე დ'აოსტას სხვა ქალაქებშიც.
უნივერსიტეტის დეპარტამენტებია:

ნოვარას ფილიალთან არსებული მედიცინის სკოლა, საუნივერსიტეტო საავადმყოფოს "Maggiore della Carità" ბაზაზე, კოორდინირებას უწევს საზოგადოებრივი ჯანდაცვისა და ტრანსლაციური მედიცინის დეპარტამენტების საგანმანათლებლო და სამეცნიერო საქმიანობას.


არქივი


libri

 


ადგილი:

Tbilisi

938