სწავლა იტალიაში
გინდათ, ისწავლოთ იტალიაში, ქვეყანაში, რომელშიც თავს იწონებს ევროპაში უძველესი უნივერსიტეტითა (1088წ.) და განათლების სისტემით, რომელიც შედგება 100-მდე მსოფლიოში ცნობილი საჯარო თუ კერძო უნივერსიტეტისგან, უამრავი ეროვნული კვლევითი ცენტრისა და 130-ზე მეტი ხელოვნებისა და მუსიკის ინსტიტუტისგან, რომლებიც მსურველებს უმაღლესი განათლებისა და სპეციალიზაციის სხვადასხვა პროგრამებს სთავაზობს?
იტალიაში სწავლის შესაძლებლობებს გაეცანით ჩვენი ვებგვერდის 4 შესაბამის სექციაში:
იტალიის მთავრობის მიერ გამოყოფილი სტიპენდიები - იტალიის მთავრობა ყოველწლიურად გასცემს საქართველოს მოქალაქეებისა და საქართველოში მცხოვრები იტალიის მოქალაქეებისათვის განკუთვნილ სასწავლო სტიპენდიებს. 2002 წლიდან დღემდე სხვადასხვა იტალიური ინსტიტუციების მიერ გამოყოფილი სტიპენდიებით 300-ზე მეტმა ქართველმა ახალგაზრდამ ისარგებლა. ჩვენი ვებგვერდის ამ სექციაში თქვენ იხილავთ დეტალურ ინფორმაციას კონკურსში მონაწილეობის მიღების წესებისა და აუცილებელი ფორმალობების შესახებ.
სასწავლო სტიპენდიები - აქ თქვენ იპოვით ინფორმაციას იტალიის უნივერსიტეტების, სხვადასხვა უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებებისა თუ იტალიური ენისა და კულტურის ცენტრების მიერ საერთაშორისო სტუდენტებისათვის შეთავაზებული სასწავლო სტიპენდიებისა და სწავლის სხვა შესაძლებლობათა შესახებ.
სხვა შესაძლებლობები - თუ ჩვენს ქვეყანაში უმაღლესი განათლების მიღება ან სპეციალიზაცია გსურთ, მაგრამ ჯერ არ შეგირჩევიათ სასწავლო კურსი თუ უნივერსიტეტი, ამ სექციაში იხილავთ სასარგებლო ინფორმაციას სხვადასხვა უნივერსიტეტებისა და მათ მიერ შეთავაზებული საგანმანათლებლო პროგრამების შესახებ.
სწავლა ინგლისურ ენაზე - თუ თქვენ იტალიაში სწავლა გსურთ, მაგრამ იტალიურ ენას ჯეროვნად არ ფლობთ, იტალიის უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებები ინგლისურ ენაზე სწავლის შესაძლებლობას გთავაზობთ. გაეცანით ჩვენი ვებგვერდის ამ სექციას და აღმოაჩინეთ თქვენთვის სასურველი ინგლისურენოვანი სასწავლო კურსები.
სასარგებლო ბმულები:
MIUR - განათლების, უნივერსიტეტებისა და კვლევების სამინისტრო
UNIVERSITALY - განათლების, უნივერსიტეტებისა და კვლევების სამინისტროს მიერ სპეციალურად სტუდენტებისთვის შექმნილი ვებ-პორტალი, რომელიც გთავაზობთ ინფორმაციას საგანმანათლებლო პროგრამების შესახებ
STUDY IN ITALY - საგარეო საქმეთა და საერთაშორისო თანამშრომლობის სამინისტროს მიერ შექმნილი ვებ-პორტალი სასწავლო სტიპენდიების შესახებ
AFAM - ხელოვნების, მუსიკისა და ქორეოგრაფიის სასწავლებლები, რომლებიც აღიარებულია განათლების, უნივერსიტეტებისა და კვლევების სამინისტროს მიერ
CINECA - ეროვნული საგანმანათლებლო სისტემისათვის შექმნილი უნივერსიტეტთაშორისი არაკომერციული გაერთიანება
CRUI - იტალიური უნივერსიტეტების რექტორთა კონფერენცია